ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.12.2020 | 17:14
ათონის მთა: “შეზღუდვები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება”

  ათონის მთის გუბერნატორის გადაწყვეტილებით კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მომლოცველთა ვიზიტები შეიზღუდება. ათონის წმიდა მთაზე შემსვლელთთვის კი იერუსოსა და ურანოპოლისში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ან რაიმე სახის სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინ ამგვარ პირს არ შეეძლება ათონზე შესვლა. აქვე აღსანიშნავია,…

01.12.2020 | 17:13
სქემარქიმანდრიტ ვიტალის უფლისმიერი მიძინებიდან ოცდარვა წელი შესრულდა

„შეიყვარეთ სიყვარული“ „შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ – სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წელს, როცა…

01.12.2020 | 17:10
“ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შობას ტაძრებში შევხვდეთ” – მიტროპოლიტი ევგენი

მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის სამთავარეპისკოპოსოს მღვდელმთავარი, რეთიმნის მიტროპოლიტი ევგენი: “მოდით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შობას ტაძრებში შევხვდეთ…. ეკლესიას შეუძლია მეცნიერებასთან თანამშრომლობა პანდემიის გამკლავებაში და ეს ნათლად გამოჩნდა. ადამიანებს, საავადმყოფოების გარდა, სულიერი, მორალური და ფსიქოლოგიური ამაღლება და მხარდაჭერაც სჭირდებათ, რომელთაც ტაძრებში მოიპოვებენ”. wenews.ge

30.11.2020 | 16:47
“მრევლის გარეშე ღვთიური თაყვანისცემა არასრულყოფილია”, – მიტროპოლიტი პავლე

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დრამის მიტროპოლიტი პავლე: “მორწმუნე ერისთვის ძალიან რთული დროა. ჩვენ ეს ტკივილით განვიცადეთ, რადგან საღმრთო თაყვანისცემა მათ გარეშე აღესრულება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამღვდელო მოვალეობებს, როგორც ხალხის წარმომადგენლები წინაშე ღვთისა, მაგრამ მათ გარეშე ღვთიური თაყვანისცემა არასრულყოფილია… მართლმადიდებელი მრწამსის თანახმად ღმერთთან ურთიერთობა პროტესტანტული ტიპის არ შეიძლება იყოს. ჩვენ ქრისტეში ვცხოვრობთ ეკლესიაში, ვჭამთ და ვსვამთ…

30.11.2020 | 16:35
კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარი თავისი დამაარსებლის, ანდრია მოციქულის ხსენებას აღნიშნავს 

  კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარი, დღეს, 30 ნოემბერს, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით, თავისი დამაარსებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში, ფანარის წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის უწმიდესი მსოფლიო საყდრის მღვდელმთავართა თანამსახურებით.   wenews.ge

30.11.2020 | 16:33
რუმინეთის პატრიარქ დანიელის თერთმეტი რეკომენდარია შობის მარხვაში

  რუმინეთის პატრიარქ დანიელის 11 რეკომენდარია შობის მარხვაში: “1 . ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ. 2 . ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ. 3 . პატიება – კარგი დასაწყისია მარხვის პერიოდისთვის. ვერავინ დაიწყებს მარხვას, რაც არის სულიერი…

30.11.2020 | 16:26
დეკანოზ დავით ქვლივიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია

დეკანოზ დავით ქვლივიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალ “კარიბჭის” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი. “მამა დავით ქვლივიძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, უმძიმეს მდგომარეობაშია და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. გთხოვთ ყველას, მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში უძლურებაში მყოფი მამა დავითი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი დავით ქვლივიძე ინფიცირებულია კორონავირუსული ინფექციით. უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ დეკანოზ დავითს. wenews.ge

30.11.2020 | 16:25
,,უფალმა განმკურნა კორონავირუსისგან”- მიტროპოლიტი ამბროსი

  საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, 82 წლის მიტროპოლიტი ამბროსი 3 კვირიანი მკურნალობის შედეგად კორონავირუსული ინფექციისგან განიკურნა, ამის შესახებ მიტროპოლტი თავისი პისიარ ტესტის უარყოფით პასუხის ამსახველ დოკუმენტს აქვეყნებს. ,,წმინდა ნექტარიოსის შუამდგომლობით უფალმა განმკურნა, სავადმყოფოშო დაწოლა არც კი დამჭირვებია” – განაცხადა მიტროპოლტმა შეგახსენებთ რომ მღვდელმთავარმა ეპიდემიის დასაწყისში იქადაგა, რომ ნაკურთხი წყალი არის წამალი, რომელიც როგორც სპრეი ხშირად…

30.11.2020 | 16:23
“ამას ვაკეთებთ ერთმანეთის სიყვარულით და ეს სიყვარული მარადიულია”- მიტროპოლიტი ეგნატე

“ვემზადებით შობისთვის, პანდემიის ტრაგიკული გამოცდილებით, ვფიქრობ ალბათ საუკეთესო დროა საკუთარი თავის გაცნობისა თვითკრიტიკისა.” მღვდელმთავარმა მოუწოდა მორწმუნეებსს, დაიცვან ექსპერტების მიერ დადგენილი ზომები, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს! ,,ჩვენ ყველა ამ მსხვერპლს ვწირავთ მოყვასის სიყვარულით, ეს არის ის, რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ ერთმანეთის სიყვარულის სახელით და ეს სიყვარული მარადიულია, რადგან მას დასასრული…

Τα σημαντικότερα νέα