ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.11.2020 | 13:00
საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსი დაამარცხა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი მთავარეპისკოპოს იერონიმეს კორონავირუსული ინფექციის დადგენისთანავე ათენის საავადმყოფო „ხარებაში (ევანგელიზმოს)“ მოათავსეს, სადაც მისი უნეტარესობის ინტენსიური განყოფილებაში გადაყვანა მოხდა. აღნიშნული საავადმყოფოს ექიმების თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღურად უკეთესდებოდა, რის საფუძველზეც მათ აღნიშნეს, რომ დღეს, რამოდენიმე საათში უნეტერაესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე საავადმყოფოს დატოვებს, რადგან დაამარცხა კორონავირუსი და აქვს შესაძლებლობა დაუბრუნდეს მის საქმიანობას. wenews.ge

29.11.2020 | 20:21
საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა – დაშვებული

28 ნოემბრიდან იწყება შობის მარხვა, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. საქართველოში 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება….

29.11.2020 | 20:17
საეკლესიო კალენდარი: 29 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ნოემბერს მათე მოციქულისა და მართალი ფუბლიანეს, წმიდა ნათლისღებით მათეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა…

29.11.2020 | 20:14
პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის უწმიდეს პატრიარქს

2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდა მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულზე, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ვარშავის სამიტროპოლიტო რეზიდენციის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის კარის ტაძარში. წირვის განსრულების შემდეგ, უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ აღასრულა სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მწუხარება გამოთქვა მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო.   — wenews.ge

29.11.2020 | 20:10
კორეაში მართლმადიდებლური კატეხიზატორული პროგრამა განახლდა

კორეის ქალაქ ულსანის წმიდა დიონისეს სამრევლოში კატეხიზატორული პროგრამა განახლდა სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შედეგად მიღებული ზომების შემცირების გამო, 14-15 ნოემბერს უსლანის წმნდა დიონისე ეგინელის სახელობის სამრევლოში ორდღიანი კატეხიზატორული პროგრამა განახლდა. პროგრამაში ჩართული იყო 17 მოზარდი, 14 საშუალო სკოლის მოსწავლე და 3 წინასასკოლო ასაკის, რომელთაც კორეის მიტროპოლიტი ამბროსი და ადგილობრივი სასულიერო პირები უძღვებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მსახურებები,…

29.11.2020 | 20:07
ტერგოვიშტის მიტროპოლიტს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა [ფოტო]

2020 წლის 27 ნოემბერს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიჩ ორბანი და სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ რუმინეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ტერგოვიშტის მიტროპოლიტ ნიფონს. შეხვედრა გაიმართა ტერგოვიშტის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში. მხარეებმა იმსჯელეს მართლმადიდებლობის დიდ მნიშვნელობაზე, რაც ძირითადად განათლების, კულტურისა და თანამედროვე რუმინული საზოგადოების კაცთმოყვარეობრივ საქმიანობას შეეხება. ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. ხაზი…

29.11.2020 | 20:00
რუსეთის პატრიარქმა წირვა კვლავ სრულიად მარტომ აღავლინა

2020 წლის 29 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, კვლავ სრულიად მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღავლინა საღმრთო ლიტურგია პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა მთავარ ალექნადრე ნეველის სახელობის ტაძარში. — wenews.ge

29.11.2020 | 19:57
“ტაძრები დაკეტილია, გულები ღიაა”, – კორონიის მიტროპოლიტი პანტელეიმონი

“პავლე მოციქული ურჩევს მორწმუნეებს დღევანდელი სამოციქულოდან (ეფესელთა 4: 1-7), ყოველივე თავმდაბლობის, თვინიერებისა და სულგრძელობის შემდეგ, მოითმინონ ერთმანეთი სიყვარულით… ამიტომ, ახლა, როდესაც ტაძრების კარები დაკეტილია, მოდით, გული ღიად შევინარჩუნოთ და გავუხსნათ უფალს”, – ამ სიტყვებით გაამხნევა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, კორონიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა თავისი სამწყსო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სრული კარანტინი მესამე კვირაა, რაც გამოცხადდა. ელადის…

28.11.2020 | 19:05
თბილისში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს

თბილისში, ქავთარაძის 40 ნომერში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ეკლესია ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აკურთა. დღეიდან ტაძარში უკვე წირვა-ლოცვები აღევლინება. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწო და ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.   — imedinews.ge

Τα σημαντικότερα νέα