ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.11.2020 | 20:47
მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეკლესიაში სასაუბროდ იწვევს

არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიაში მისვლის სურვილი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ. „ეკლესია…

26.11.2020 | 20:43
სოფელ დვალთას დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე). სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით,ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი…

26.11.2020 | 20:40
მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის 270 წლისთავი

წელს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმ. გიორგის ქართულმა ეკლესიამ კურთხევიდან 270 წლისთავიც აღნიშნა. საზეიმო წირვა აღავლინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). წირვას ესწრებოდნენ როგორც რუსეთის ეკლესიის, ისე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და მრევლი. ითქვა იმ დიდი მნიშვნელობის შესახებ, რასაც ეს ტაძარი თავისი გახსნის დღიდან ასრულებს ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. ამასთან მოიხსენიეს ვირუსით…

26.11.2020 | 19:59
სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს

სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად სერბეთის ეკლესიის დაქვრივებული საპატრიარქო საყდრის მოსაყდრედ დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (ევიჩი) აირჩიეს, რომელიც საპატრიარქო ტახტს მომავალი პატრიარქის არჩევამდე უხელმძღვანელებს. წმინდა სინოდმა შუმადიას ეპისკოპოსი იოანე ბელგრადისა და კარლოვაცის სამთავარეპისკოპოსოს დროებით მმართველად განამწესა. ორი დღის წინ გარდაცვლილი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ცხედარი ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის…

26.11.2020 | 19:57
სერბეთის პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატები

სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაიბადა 1952 წელს. დაასრულა თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბელგრადის სასულიერო აკადემია. იგი არის თეოლოგიის დოქტორი. ეპისკოპოსი არის 1991 წლიდან. ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.   ეპისკოპოსი ირინეოსი დაიბადა 1947 წელს. დაასრულა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი არის თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ეპისკოპოსი არის 1989 წლიდან. მონაწილეობა აქვს მიღებული კრეტის…

26.11.2020 | 19:51
ილორის წმინდა გიორგის ხატი

აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, “ზღვის კიდეზედ… არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა… უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული”. ილორის წმ გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა: ,,წმიდაო გიორგი ილორისაო,…

26.11.2020 | 19:50
მეორედ დაქორწინებულთათვის

თავად მაცხოვარმა დაგვიდო მცნებად ქორწინების ერთგულების უსათუო დაცვა და აკრძალა განქორწინება. იგი შეგვახსენებს დაბადების წიგნის ამ სიტყვებს და გვმოძღვრავს: „…რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათ. 19, 6). ეკლესია მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში იძლევა თანხმობას განქორწინებაზე. ესაა, უმთავრესად ის შემთხვევა, როცა ქორწინება სიძვა-მრუშობით შეიბილწა, ანდა უკვე დარღვეულია ცხოვრებისეული გარემოებებით (მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის მრავალწლიანი არყოფნით, წასვლით,…

26.11.2020 | 19:40
საეკლესიო კალენდარი: 26 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ნოემბერს წმიდა იოანე ოქროპირის, მოწამეთა: ანტონინეს, ნიკიფორეს და გერმანეს და მანეფას ხსენების დღეს აღნიშნავს   წმიდა იოანე ოქროპირი წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე…

26.11.2020 | 13:02
ნიჟეგოროდის მიტროპოლიტმა გიორგიმ კლინიკაში კოვიდინფიცირებულები დალოცა

რუსეთის მართლმადიდებელმა მღვდელმთავარი, ნიჟეგოროდის მიტროპოლიის მეთაური, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი (დანილოვი) ბორის ცენტრალურ კლინიკაში მივიდა, სადაც მოინახულა კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული პაციენტები და წმიდა ზეთისცხებით დალოცა ისინი. მღვდელმთავარს თან ახლდნენ დეკანოზი ალექსი პართენოვი და მღვდელი ალექსანდრე ტენკაევი. სასულიერო პირები სპეციალური სამედიცინო ეკიპირებით იყვნენ აღჭურვილნი. მიტროპოლიტმა გიორგიმ თითოეულ პაციენტს გადასცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები “მოალერსე” და…

Τα σημαντικότερα νέα