ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.11.2020 | 20:08
საეკლესიო კალენდარი: 25 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და…

25.11.2020 | 20:03
„თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სახლში დარჩით“ – საქართველოს საპატრიარქომ მრევლს მიმართა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (25.11.2020) COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. არაფრის…

25.11.2020 | 13:00
კრიპტოქრისტიანული ეკლესია თურქეთში [ფოტო]

  თურქეთში, ქ. სტამბულის აზიურ ნაწილში, რესტორან “Koço Mey-hane“-ის სარდაფში მდებარეობს კრიპტოქრისტიანული მართლმადიდებლური პატარა ეკლესია, სადაც მდებარეობს წმინდა ეკატერინეს “აიაზმა” და უძველესი ხატები. აღნიშნული მცირე ზომის ტაძარი აღდგა 1950 წელს. wenews.ge

25.11.2020 | 12:46
პატრიარქი თეოდორე: “თავს არ დავზოგავ, რომ აფრიკაში არ იყოს შიმშილი”

  ,,ალექსანდრიის საპატრიარქო იყო, არის და იქნება მუდამ მისი შვილების გვერდით, სხვადასხვა გზით დაუჭერს მხარს და შეეცდება მათ სულიერ წინსვლასა და კეთილდღეობას, ხაზგასმით აღნიშნავ, თავს არ დავზოგავ რომ აფრიკაში არც ერთი ღარიბი ოჯახი არ დარჩეს!”. ქადაგებისას აღნიშნა კენიაში მყოფმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორემ. wenews.ge

25.11.2020 | 12:43
ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი კენიაში [ფოტომასალა]

უნეტარესი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე, ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად კისუმუს წმიდა საეპისკოპოსოს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მისი უნეტარესობის შეხვედრა კენიის სამიტროპოლიტოს სამღვდელოებასთან, რომლის რიცხვი ოთხმოცს აღწევს. wenews.ge

24.11.2020 | 16:51
მეუფე იოანე – ტაძრები არ დაიკეტება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ. “ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო….

24.11.2020 | 16:49
წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე) – 12 (25) ნოემბერი

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960…

24.11.2020 | 16:45
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის დეტალები [ფაქტები & ფოტომასალა]

გუშინ, 2020 წლის 23 ნოემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმრთა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა ქრიზოსტომოს მეორე. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკლესიის ყველა სინოდურმა მღვდელმთვარმა. ბოლო თვეში ხუთი მღვდელმთავრის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე თითოეული წევრი მშვიდობითა და ურთიერთგაგებით უდგებოდა ერთმანეთს. კრებამ მხოლოდ ერთი…

23.11.2020 | 16:47
ჯარისკაცებს სამხედრო კამუფლიაჟით დაბეჭდილი სახარება დაურიგდათ

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა. გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებმა მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას და…

Τα σημαντικότερα νέα