ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.11.2020 | 16:45
უნეტარესი იერონიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

23 ნოემბრის მონაცემებით, ათენისა და სრულიად ელადის(საბერძნეთი) უნეტარესი მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მკვეთრად გაუმჯობესებულია. შეგახსენებთ, რომ უნეტარესი იერონიმე ათენის ერთ-ერთ კლინიკაში გადის კორონავირუსულ ინფექციაზე მკურნალობის კურს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, მის უნეტარესობას რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ. wenews.ge

23.11.2020 | 16:43
კოვიდ-19 დაუდასტურდა ეპისკოპოსს, რომელიც სერბეთის პატრიარქის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

  2020 წლის 23 ნოემბერს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი (პეროვიჩი) პნევმონიით მოათავსეს დრაგიზა მისოვიჩის საავადმყოფოში. მღვდელმთავარს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ-19-ზე, რომელმაც დადებითი პასუხი (ინფიცირების) აჩვენა. ეპისკოპოსი დავითი 67 წლისაა. ის 2011 წლის 24 ივლისიდან იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში. მეუფე დავითი არის თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი, გუშინ, 22 ნოემბერს იმყოფებოდა სრულიად სერბეთის უწმიდესი…

23.11.2020 | 16:41
უნეტარესმა ანასტასიოსმა კორონავირუსი დაამარცხა

დღეს, 23 ნოემბერს, თორმეტდღიანი მკურნალობის შემდეგ, სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთვარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოს დატოვებს. უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსისგან განიკურნა და იგი სამშობლოში თავის მწყემსმთავრულ მსახურებასა და მოვალეობას დაუბრუნდება. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 91 წლისაა. იგი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. ის ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია 1992 წლიდან. wenews.ge

23.11.2020 | 16:37
წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ხსენება [ინფორმაცია]

წმინდა გიორგის წამება და საკვირველებანი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება. რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე…

22.11.2020 | 19:12
საბერძნეთის პარლამენტის შენობა ღვთისმშობლის ხატით გაანათეს

გუშინ, 21 ნოემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (ახალი, შესწორებული კალენდარული სტილით), საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საბერძნეთის პარლამენტის შენობა ღვთისმშობლის ხატით გაანათეს.  — wenews.ge

22.11.2020 | 19:08
სერბეთი ემშვიდობება თავის პატრიარქს

ამ წუთებში სერბეთი თავის მამამთავარს, უწმიდეს პატრიარქ ირინეოსს ემშვიდობება. მიმდინარეობს პატრიარქისთვის წესის აგება, რომლის შემდეგ, მას ერთობლივად, საეკლესიო და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.   — wenews.ge

22.11.2020 | 19:02
რუმინეთის პატრიარქმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის პატრიარქს

დღეს, 22 ნოემბერს, უნეტარესმა ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა სერბეთის ნეტარხსენებული პატრიარქ ირინეოსის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა დანიელმა ასევე სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.   — wenews.ge

22.11.2020 | 19:00
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმიდესობის სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების გამო. ის სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას ძლიერი და ინსპირაციული ლიდერობით გაიხსენებენ, რომელსაც ახლავს რწმენა, სიბრძნე და სიყვარული“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის…

22.11.2020 | 18:52
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმის პატრიარქს

  — patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα