ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.11.2020 | 12:40
ეპისკოპოს დოსითეს სამძიმრის წერილი

,,მოულოდნელად, ვერაგი კოვიდ-ინფექციის გამო, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამწყსოსათვის არამედ, გერმანიისა და ავსტრის ეპარქიის სამრევლოებისთვის, სადაც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა 2014 წლიდან მღვდელმთავრად მოღვაწეობდა. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაქვრივებული ეპარქიის სამწყსოს,…

20.11.2020 | 11:45
გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე

დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ღვთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად. მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი…

20.11.2020 | 11:35
გარდაიცვალა ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე

  დღეს, 2020 წლის 20 იანვარს, კორონავირუსის შედეგად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე. იგი 2000 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში. 2008 წლის 25 თებერვალს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს – მიტროპოლიტის წოდება. სხვადასხვა დროს მართავდა მაგადანისა და სინეგორის, სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის, ჩელიაბინია და…

20.11.2020 | 11:33
სერბეთის პრეზიდენტი- “თქვენნაირი ადამიანები არასდროს გვტოვებენ”

სერბეთის პრეზიდენტი თავის ოფიციალურ გვერდზე წერს :“პატივი იყო ჩემთვის, რომ გიცნობდით. თქვენნაირი ადამიანები არასდროს გვტოვებენ”. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.   wenews.ge

20.11.2020 | 9:49
რუსეთის პატრიარქი კირილე 74 წლის შესრულდა

1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) დაიბადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე (ერში ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევი). იგი 1976 წლის 14 მარტიდან არის მღვდელმთავარი, ხოლო რუსეთის პატრიარქად აირჩიეს 2009 წლის 27 ნოემბერს. ინტრონიზაცია შესრულდა იმავე წლის 1 თებერვალს, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში. პატრიარქი კირილე რუსეთის ეკლესიის რიგით მეთექვსმეტე პატრიარქი გახლავთ….

20.11.2020 | 9:40
გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი

დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, სერბეთის დროით დილის 7:07 საათზე, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში ღვთივშეისვენა სერბეთის უწმიდესმა პატრიარქმა ირინეოსმა. პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. უწმიდესი პატრიარქი კორონავირუსული ინფექციით იყო ინფიცირებული, რამაც მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დაამძიმა და გარდაიცვალა. ღმერთმა მართალთა თანა დაამკვიდროს სერბეთის ახლადშესვენებული მამათმთავარი. wenews.ge

19.11.2020 | 16:43
სერბეთის საპატრიარქო არ ადასტურებს პატრიარქის გარდაცვალებას

სერბეთის საპატრიარქო არ ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის ეკლესიის მეთაური იმყოფება კომაში და არის მართვით სუნთქვაზე. იგი კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული. სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ამ წუთამდე ავრცელებენ რუსული და ბერძნული საინფორმაციო საშუალებები.   — wenews.ge

19.11.2020 | 16:34
საეკლესიო კალენდარი: 19 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ნოემბერს წმიდა პავლე აღმსარებელის, ღირსი ლუკა ტავრომენიელის, მოწამეების: ტეკუსას, ალექსანდრას, პოლაქტიას, კლავდიას, ევფროსინეს, ათანასიას და მატრონას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა პავლე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი…

19.11.2020 | 14:58
მორიგი თავდასხმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსზე

როგორც ცნობილია, ამ წუთებში მსოფლიო საპატრიარქოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრა პატრიარქ ბართლომეოსსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის. ამერიკელი დიპლომატი თურქეთში მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად ჩავიდა. თურქეთის მთავრობისთვის კი ეს მიუღებელი აღმოშნდა. თურქულმა ხელისუფლებამ საპასუხოდ საინფორმაციო თავდასხმა განახორციელა. თურქულ პრესაში აქტიურად ვრცელდება მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები, რომ თითქოს 2016 წლის სახელმწიფო…

Τα σημαντικότερα νέα