ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.11.2020 | 14:42
ბენელუქსის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრება

ამა წლის 17 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ათინაგორას თავმჯდომარეობით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ბენელუქსის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრარქოს წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა დოსითეოსმა და რუმინეთის საპატრიარქოს წარმოამდგენელმა, მიტროპოლიტმა იოსებმა. კრებას ასევე ესწრებოდა მიტროპოლიტ ათინაგორას ქორეპისკოპოსი, ეპისკოპოსი იოაკიმე. არსებული მდგომარეობისა და დისტანციურად კრების ჩატარების გამო დღის წესრიგიც შეზღუდული იყო. კრების დასაწყისში ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტმა ათინაგორამ…

19.11.2020 | 14:36
სამი მართლმადიდებელი პირველიერარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული

კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მართლმადიდებელი ეკლესიის სამი პირველიერარქი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. პირველიერარქთა შორის პირველად ვირუსი დაუდგინდა სრულიად სერბეთის პატრიარქ უწმიდეს ირინეოსს, რომელიც დღემდე ბელგრადის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით არასტაბილურია. შემდეგ ვირუსი დაუდგინდა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ანასტასის. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათენის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით…

19.11.2020 | 14:33
პატრიარქ თეოდორეს გამამხნევებელი წერილი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ელადის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე კორონავირუსული ინფექციის შედეგად გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, სრულიად ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა, მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ თეოდორემ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს უნეტარეს იერონიმეს გამამხნევებელი წერილი მიწერა. ,,თქვენო უნეტარესობავ, შევიტყვეთ, რომ იმყოფებით საავადმყოფოში. მსურს, თქვენთან მქონდეს ხშირი კომუნიკაცია, რათა გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი პირადი სურვილები! თქვენ თავს…

19.11.2020 | 14:28
სერბეთის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

სრულიად სერბეთის 90 წლის პატრიარქი უწმიდესი ირინეოსი ორი კვირაა, რაც კორონავირუსულ ინფექციას ებრძვის. ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უფროსი, პროფესორი ივან იდოვიჩი აცხადებს, რომ დღეს დილით გაუარესდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობას ვუსურვებთ მის უწმიდესობას სერბეთის პატრიარქ ირინეოსს.   — wenews.ge

19.11.2020 | 14:24
“თავად ვარ მონაწილე იმ ტკივილისა და შიშისა, რომელშიც ყველა იმყოფება”

“ახლა პირადად მე, როგორც მწყემსი, თავად გავდივარ იმ განსაცდელს, რომელსაც გადიან ჩვენი ძმები, ჩვენს სამშობლოში და მილიონობით ადამიანი მთელს სამყაროში. გავდივარ იმ ტკივილს, ტანჯვასა და შიშს, რომელსაც ყველა გადის და რომელსაც ღმრთისადმი რწმენით ყველანი გადავლახავთ“. ამ სიტყვებით დაემშვიდობა ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იერონიმე მეორე მის თანამშრომლებს, საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე. მისმა უნეტარესობამ…

19.11.2020 | 14:22
“ჩვენი პატრიარქი ირინეოსი დიდი გმირია” – მონტენეგროს სამიტროპოლიტო

სერბეთის საპატრიარქოს მონტენეგროს სამიტროპოლიტო თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენი პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მას. მართლაც, ჩვენმა პატრიარქმა ირინეოსმა აჩვენა, გარდა იმისა, რომ ის არის ჩვენი უზენაესი ლოცვის წიგნი უფლის წინაშე, ის ასევე არის დიდი გმირი! ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოვიდა და იმსახურა ჩვენი მიტროპოლიტის ამფილოქეს სულის განსვენებისთვის. მოდით,…

19.11.2020 | 14:17
გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის ქორეპისკოპოსი

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სალამინას პენსიონერი ეპისკოპოსი ბარნაბა, რომელსაც მრავალი სახის დაავადება ჰქონდა. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ბარნაბა დღეს, 19 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილი მღვდელმთავრისთვის წესის აგება მოხდება 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, პოლურიოტისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში. წესს აუგებენ სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორე და წმიდა სინოდის მღვდელმთავრები.   —…

18.11.2020 | 19:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბ-ნ მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის. ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც…

18.11.2020 | 15:44
სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის („ოქროს ბებერი წმ. გიორგი“) სახ. დარბაზულ ეკლესიაზე დასრულდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც არქიტექტორ რესტავრატორმა პაატა ბასიშვილმა შეასრულა, სახურავს მოეხსნა ძველი, უსახური თუნუქის სახურავი. დემონტაჟი ჩაუტარდა ხის ძველ ფენილს. ეკლესიის კამარა გასუფთავდა ძველი,…

Τα σημαντικότερα νέα