ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.11.2020 | 20:20
კორონავირუსით მღვდელმთავარი გარდაიცვალა

დღეს, 2020 წლის 15 ნოემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტი იოანე. მისი მაღალმეუფება თესალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფალმა დაამკვიდროს სასუფეველში.   — wenews.ge

15.11.2020 | 20:17
ათონის მთაზე კორონა-ეპიდემიის დასრულებისთვის ილოცეს [ვიდეო]

თონის წმინდა მთაზე უკვე შეწყდა მომლოცველთა მიღება! დიდი ლავრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პროდრომემ საძმოს წევრებთან ერთად აღავლინა ლოცვები ეპიდემიის დასრულებისთვის, ჩატარდა დიდი ლიტანიობა.    — wenews.ge

15.11.2020 | 19:16
რუმინეთის პატრიარქი: “ვარ გულნატკენი და დამწუხრებული”

უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი პიატრა-ნეამის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და განაცხადა: “დიდი ტკივილით შევიტყვე იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გამოწვეული იქნა ხანძრის შედეგად, რომელიც 2020 წლის 14 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოხდა პიატრა-ნეამში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში. ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ტანჯვისა და არეულობის ამ რთლ წუთებში ღმერთს ვევედრები დაღუპულთა სულების…

15.11.2020 | 19:12
საეკლესიო კალენდარი: 15 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე…

14.11.2020 | 19:57
საეკლესიო კალენდარი: 14 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ნოემბერს კოზმა და დამიანე ასიელთა და მათი დედის, ღირსი თეოდოტიას, მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსის და იაკობ ხუცის, სპარსეთს წამებულთა, მოწამეთა, მოწამე ერმინინგელდის, მოწამეთა: კესარიოსის, დასისა და ხუთთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე…

13.11.2020 | 18:24
ტოკიოში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს

2020 წლის 3 ნოემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს გარეუბან კუნიტაჩში, იაპონიაში რუმინეთის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობის რეზიდენციაში, წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ტაძრის კურთხევა აღასრულეს იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტმა დანიელმა და რუმინეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა იოსებმა, რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის…

13.11.2020 | 18:22
გამამხნევებელი წერილი კარანტინიდან რეანიმაციაში

უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ, რომელიც ამჟამად არის თვითიზოლაციაში, წერილი მიწერა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით იმყოფება ათენის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. წერილი გამამხნევებელი შინაარსისაა. საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა ალბანეთის ეკლესიის მეთაურს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდისა და პირადად თავისი სახელით მალე გამოჯანმრთელება უსურვა.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:20
კვიპროსის ეკლესიის მეთაური მფარველი წმიდანის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 ნოემბერს უნეტარესი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე მფარველი წმინდანის, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო დიდი მოძღვრის, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან ერთად. წმიდა იოანე ოქროპირის ხსენება ახალი კალენდარული სტილით აღინიშნება 13 ნოემბერს, ხოლო ძველი კალენდარული სტილით 13 ნოემბერი არის ახალი სტილით…

13.11.2020 | 18:16
100 000 მოწამის დღე (13.11.2020)

13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს და ჩვენი ერი უფალს და 100 000 მოწამეს შეავედრეს. — patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα