ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.11.2020 | 18:11
ათონელი მღვდელმონაზონი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე მღვდელმონაზონი აგათანგელოზი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. იგი თესალონიკის საავადმყოფო “იპოკრატიოში” გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მღვდელმონაზონი აგათანგელოზი 1940 წელს დაიბადა. იგი ჯერ მოღვაწეობდა ივერონის მონასტერში, ხოლო შემდეგ კი სიმონპეტრას მონასტერში. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:08
ათონის წმინდა მთა ჩაიკეტა

ცნობილი ხდება რომ, ათონის მთაზე კორონავირუსული ინფექცის პრევენციის მიზნით, მამათა გადაწყვეტილებით, წმინდა მთა 30 ნოემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ათონის მთის წმინდა კინოტმა, რომელშიც ოცივე მონასტრის წარმომადგენლი შედის. დღეიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ათონზე ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა.   — wenews.ge

13.11.2020 | 18:03
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)-31 (13.11) ოქტომბერი

საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი – “საზეპურო ერის” თვისებები და ბზე – ის უვარგისი მინარევი,…

13.11.2020 | 17:39
საეკლესიო კალენდარი: 13 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა სულთანის ლაშქარი…

12.11.2020 | 19:57
“მთელი აფრიკა თქვენთვის ლოცულობს, უნეტარესო!”

უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც ათენის კლინიკაშია მოთავსებული კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით. უნეტარესი თეოდორე ალექსანდრიელი უნეტარეს ანასტასი ალბანელს უსურვებს მსწრაფლ გამოჯანმრთელებას და წერილში აღნიშნავს, რომ ამ ამბის შეტყობა მისთვის ტანჯვის ტოლფასია და აღავლენს შეუწყვეტელ ლოცვებს.   — wenews.ge

12.11.2020 | 18:08
საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდი კარანტინში გადავიდა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა წმინდა სინოდის კრება, სადაც ასევე ესწრებოდა ინფიცირებული მღვდელმთავარი, რის გამოც წმ. სინოდის თორმეტივე წევრი კარანტინში (თვითიზოლაციაში) გადავიდა.   — wenews.ge

12.11.2020 | 18:05
საეკლესიო კალენდარი: 12 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე იოთამ ზედგენიძის, მღვდელმოწამე ზინობის და მისი დის ზინობიას, მოციქულების ტერტის, მარკოზის, იუსტის და არტემის, 70-თაგანთა, მღვდელმოწამე მარკიანეს და მოწამე ევტროპიას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა იოთამ ზედგენიძე წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის…

12.11.2020 | 17:39
100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მსვლელობა აღარ გაიმართება

ეპიდემიის გამო, წელს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ – დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების…

11.11.2020 | 19:41
11 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს IX საუკუნის წმინდა მამას, ზარზმის მონასტრის დამაარსებელსა და პირველ წინამძღვარს, ღირს სერაპიონ ზარზმელს

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობისათვის, მშვიდობისა და დიდი წყალობისათვის! 11 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს IX საუკუნის წმინდა მამას, ზარზმის მონასტრის დამაარსებელსა და პირველ წინამძღვარს, ღირს სერაპიონ ზარზმელს. „დაიმარხეთ ყოვლისა პირველად სიყუარული ღმრთისა და მოყუსისა, ვითარცა თავი სჯულისა და წინასწარმეტყუელისა; მარადის ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა, რამეთუ ლოცვა მიმაახლებელი არს…

Τα σημαντικότερα νέα