ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.11.2020 | 19:19
მსოფლიო პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიის მეთაურს სანუგეშო წერილი გაუგზავნა

ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის სანუგეშო წერილი გაუგზავნა, ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა: “გისურვებთ კიდევ მრავალი წელი გქონოდეთ ღვთის სადიდებლად”. დღეს, 2020 წლის 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი კორონავირუსული ინფექციით არის დაინფიცირებული. დღესვე იგი გადააფრინეს ათენში, სადაც კლინიკაში მოათავსეს.   — wenews.ge

11.11.2020 | 19:12
ალბანეთის მთავარეპისკოპოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოს სრულიად ალბანეთისა ანასტასის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ერთი კვირის წინ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს შესრულდა 91 წლის. იგი ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარია 1992 წლიდან. აღსანიშნავია, რომ უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ასაკით ყველაზე უხუცესია მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის. უფლისმიერ ჯანმრთელობასა…

11.11.2020 | 19:00
2020 წლის 3-4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) ორგანიზებით თელავში მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა

სემინარის მთავარი თემა იყო ბავშვთა უფლებები და სასულიერო პირების როლი ამ უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრებზე განიხილეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი და ამ დოკუმენტებში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმები. სასულიერო პირებმა და მოწვეულმა ფსიქოლოგებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბავშვთა დაცვა ინტერნეტსივრცეში; აზარტული თამაშების პრევენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში; ბრაზის და შფოთვის…

11.11.2020 | 18:56
მამა ვაჟა სონღულაშვილის რჩევა- როგორ ვილოცოთ ეკლესიაში პანდემიის დროს?

როგორ იცავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში წესებს,რათა მრევლი კოვიდ-19-ით არ დაინფიცირდეს და რას გვეტყვის მოძღვარი იმ მორწმუნეების შესახებ,რომლებიც ამბობენ, რომ ეკლესიაში კორონავირუსი არ შეხვდებათ? კითხვებს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა ვაჟა სონღულაშვილი პასუხობს.      — ambioni.ge

11.11.2020 | 18:52
ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც განხორციელდა ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, ტაძრის გუმბათის სახურავის გარდა შემოწმდა და რესტავრირდა არსებული სახურავი. ჟანგსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავებულ და ანტიკოროზიული საღებავით შეღებილ თუნუქის ლილვებზე დაგებულ ხის კონსტრუქციებზე მოეწყო “იმერული”…

11.11.2020 | 18:48
ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)

ახალი სტილით 11 ნოემბერი ღირსი სერაპიონ ზარზმელის (+900) ხსენება წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის…

11.11.2020 | 18:44
გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი

გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი, რომელიც მეტად შთამბეჭდავია როგორც მოცულობით, ისე პუბლიკაციების მეცნიერული აკრიბიითა და საღვთისმეტყველო სიღრმით. ქვემოთ წამოვადგენთ კრებულის მოკლე დახასიათებას შესაბამისი რუბრიკების მიხედვით:   ღვთისმეტყველება   პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი ჰომილიის უძველესი ქართული თარგმანი   პუბლიკაციაში ფილოლოგიურ-თეოლოგიური კუთხით შესწავლილია მეათე საუკუნის “კლარჯულ მრავალთავში” დაცული ამაღლების…

11.11.2020 | 18:37
რაში ხარჯავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მილიონს?!

„ყველაზე კარგი ინვესტიცია, ყველაზე ეფექტური ხარჯვა თანხისა არის განათლებაში. სწორედ ამ კუთხით არის მიმართული საპატრიარქოს ხელთ არსებული რესურსების ხარჯვაც“: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მასალის საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საპატრიარქოს მიერ, არის საგანმანათლებლო ტიპის, მათ შორის, 80-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა… სიმართლე გითხრათ, ამან ცოტა…

11.11.2020 | 18:31
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდება

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული…

Τα σημαντικότερα νέα