ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.11.2020 | 20:05
ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავზე სვეტიცხოველში პანაშვიდი აღევლინა

დღეს, 2020 წლის 7 ნოემბერს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მეფე ერეკლე მეორის განსასვენებელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ. პანაშვიდს დაესწრნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა…

07.11.2020 | 19:59
ბელგიის მიტროპოლიტი აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს ჯოზეფ ბაიდენს

ბელგიის მიტროპოლიტი ათინაგორა (მსოფლიო საპატრიარქო) თავის ფეისბუქ-გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან 2019 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: “პირადი შეხვედრა ჯო ბაიდენთან ჰამფთონში (2019). ვულოცავ ამერიკის ახალ პრეზიდენტს”. ჯოზეფ ბაიდენის ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად არჩევის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.   — wenews.ge

07.11.2020 | 19:53
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ – მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან…

07.11.2020 | 19:47
გერმანიის მიტროპოლიტის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა

მიტროპოლიტ ავგუსტინეს გერმანიის სამიტროპოლიტო საყდარზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა, ხოლო მღვდელმთავრად – გამორჩევიდან 48 წელი. მიტროპოლიტი ავგუსტინე დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე. სასკოლო და საღვთსმეტყველო განათლება ხალკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო. 1960 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე გერმანიში, ფილოსოფია-თეოლოგიის მიმართულებით. 1960 წლის 10 აპრილს ეკურთხა დიაკვნად, 1964 წლის 30 აგვისტოს – მღვდლად და დაინიშნა ბერლინის…

07.11.2020 | 19:29
სორის მონასტერი – ონის მუნიციპალიტეტი

სორის მონასტრის ჯვარცმის სახელობის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა წმ.გიორგის სახელითაც იხსენიებს, ონიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით, მდინრე რიონის შენაკადთან, სოფელ სორის ჩრდილოეთაა აშენებული. ნამონასტრალი მდინარე სონტარულას მარცხენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას მდებარეობს. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან….

07.11.2020 | 19:20
სიკვდილი ცოდვის ნაყოფია – 7 ნოემბერს დედა ეკლესია მიცვალებულთა სულებს მოიხსენიებს

გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: – ღმერთი თავად არის სიცოცხლე, ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. სიკვდილი არის ყველაზე უფრო არაბუნებრივი რამ, რაც შეიძლება ამ სოფლად არსებობდეს. ამიტომაც თავად მაცხოვარი წუხს და დარდობს. ხოლო ის, რომ ჩვენც ვდარდობთ ჩვენს გარდაცვლილებზე, ამაში არაფერია არაბუნებრივი, ესეც უნდა იყოს ზომიერი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მარადიული…

06.11.2020 | 20:25
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 6 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ნოემბერს წმიდა მოწამე არეთას და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამის, ნეტარი ელეზვოის, ეთიოპიის მეფის, ხსენების დღეს აღნიშნავს და ასევე ზეიმობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” ხსენებას. წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი)…

05.11.2020 | 16:06
სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პატრიარქი მონტენეგროს ეკლესიის მეთაურის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს ეკლესიაში ბევრ ადამიანს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანციას იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი კი…

05.11.2020 | 15:41
თბილისის წმ. მთავარანგელოზთა მრევლის საყურადღებოდ

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მრევლის საეკლესიო მსახურებაზე დასწრება, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება Covid 19 -თან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით. ეკლესიის ეზოში მდგომარე მრევლს გთხოვთ, დაემორჩილოთ სტიქაროსნების და ღვთისმსახურების მითითებებს. ვინც გადაწყვეტთ ჩვენს ტაძარში მსახურებაზე დასწრებას, თან იქონიეთ პირბადე და დაიცივით სოციალური დისტანცია 2მ-ით. ზიარების დროს რიგში დგომისას გაითვალისწინეთ დისტანცია და…

Τα σημαντικότερα νέα