ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.11.2020 | 15:24
საეკლესიო კალენდარი: 5 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა  წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი…

04.11.2020 | 17:12
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტში ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც კომპანია „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, ტაძრის გუმბათის სახურავის გარდა შემოწმდა და რესტავრირდა არსებული სახურავი. სააგენტოს ინფორმაციით, ჟანგსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავებულ და ანტიკოროზიული საღებავით შეღებილ თუნუქის ლილვებზე…

04.11.2020 | 16:45
საეკლესიო კალენდარი: 4 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი  წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი…

04.11.2020 | 15:24
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ამფილოქეს – გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ამფილოქეს – გარდაცვალების გამო. მისი ამქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც სერბეთის, ისე მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი მრავალწლიანი ღვთისსათნო მსახურებით სამაგალითო იყო სასულიერო პირთა არაერთი თაობისთვის. ინებოს ღმერთმა, მიტროპოლიტ ამფილოქეს უკვდავი სული შეერთოს მოზეიმე ეკლესიას.   — patriarchate.ge

03.11.2020 | 17:18
საეკლესიო კალენდარი: 3 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი ილარიონ დიდი ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი…

02.11.2020 | 17:33
კვირის საღმრთო ლიტურგია ედირნეკაპის წმ.

კვირის საღმრთო ლიტურგია ედირნეკაპის წმ.გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ კი, გაიმართა ტრადიციული აღაპი და “შეკითხვები მოძღვართან”. კონსტანტინოპოლი/სტამბოლი 01.11.2020 ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში  

02.11.2020 | 17:24
დაგლოცოთ მამა გაბრიელმა

არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი): -მამა გაბრიელი მართლაც საკვირველი მამაა. თანამედროვეები კიდევ ვერ აღვიქვამთ ისე საფუძვლიანად, როგორც ისტორია შეაფასებს. არიან ეპოქალური მამები, წმიდანები, რომლებიც მომავალში გამოძახილს იძლევიან, რომელიც ერს თითქოს საუკუნეების განმავლობაში მიყვება . მისი მოცემული გზა და ცხოვრება ერს საუკუნეები მისდევს. ღირსი მამა გაბრიელი ამ ტიპის მამა იყო, რომელმაც დიდი მადლი შესძინა ქართველ ერს. სიყვარული ქრისტეს…

02.11.2020 | 17:22
პატრიარქი და წმინდა მამა გაბრიელი

სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, “სამეფო” რვალის დიადემით. ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: “მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?” -“რას ბრძანებთ, თქვენო უწმიდესობავ, ეგ რომ ოქროსი იყოს, ხომ თავს მამაჭრიდნენ” – უპასუხა ბერმა. ორივე სიყვარულით შესცქეროდა ერთმანეთს. უწმიდესისა და ბერი გაბრიელის ამ სიტყვებში გამოსჭვიოდა იდუმალება, რაიც ოდენ ღმერთმა…

01.11.2020 | 20:25
საკვირაო ქადაგება (01.11.2020)

1-ელ ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა. სასულიერო პირმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დღეს მოხსენიებული წმინდანის იოელ წინასწრმეტყველის ღვაწლზე ისაუბრა და წირვაზე წაკითხული სახარება განმარტა.      — ambioni.ge

Τα σημαντικότερα νέα