ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.10.2020 | 17:59
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე

არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე. ეკლესია და საპატრიარქო არაა გაყოფილი. ეკლესიის მეთაურია სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამომხატველი უპირველესად და ის მღვდელმთავრები, რომლებიც შეადგენენ წმინდა სინოდს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა. „ოდითგანვე ეკლესია იყო ერის გამაერთიანებელი და ქართული საქმის მაშენებელი. დღესაც ასეა, ის მისდევს ტრადიციას, წესს და ნერგავს…

31.10.2020 | 17:39
მეუფე მელქისედეკი – გთხოვთ, მიბრძანდით არჩევნებზე, აიღეთ თქვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააკეთეთ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე

არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, თუ მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ – ეს ფაქტი საამაყო არ არის. „მოგვიახლოვდა კიდევ ერთი…

31.10.2020 | 15:58
ილია მეორე – მივმართავ სრულიად საქართველოს, ყველა მივიდეს არჩევნებზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. მივმართავ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ვიდეომიმართვისას გააკეთა. პატრიარქმა 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, მან საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა. „იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ…

31.10.2020 | 15:51
საპატრიარქოს გადაწყვეტილება: სად გააკეთებს პატრიარქი საკუთარ არჩევანს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, იუწყება ქართული მასმედია. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს…

31.10.2020 | 15:49
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რამდენიმე არასამთავრობოს მიერ დავით გარეჯის საკითხზე გავრცელებულ პეტიციას ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დავით გარეჯის საკითხის შესახებ გაკეთებულ პეტიციას ეხმიანება. „21 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება დადასტურებაა ჩვენ მიერ არაერთხელ განცხადებული პრობლემისა, კერძოდ იმისა, რომ დღეს საქართველოში სახეზეა დიდი ჯგუფი ორგანიზაციებისა და პირებისა, რომელთა საქმიანობა დიდი ხანია, გასცდა კონსტრუქციული კრიტიკის სფეროს საქართველოს ეკლესიასთან და მის საჭეთმპყრობელთან მიმართებაში….

31.10.2020 | 15:07
უფლის დედამ მითხრა: “გინდა, ხელს გაგიშვებ და ზღვაში ჩავარდები?”

მამა იოსებ ვათოპედელი გვიყვება არქიმანდრიტ იოაკიმეზე (სპეციარისი, +1943): ქალკიდისა და კარისტიის მიტროპოლიაში მქადაგებლობისას მას თავს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადახდა. იმ ხანებში მარსელში გარდაიცვალა ბერძნული სათვისტომოს მეთაური. მამა იოაკიმე იგონებდა: “ბევრმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ პოსტზე, მათ შორის მეც – ჩემი მეგობრების გავლენით და იმდროინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერით. ერთი ხმა დამაკლდა. დამარცხება რომ შევიტყვე, როგორც კაცი, დავმწუხრდი,…

31.10.2020 | 15:04
ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა.

ათენის ქუჩებში დაპირისპირებული პარტიები მიტინგებს მართავდნენ. ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა. აი რას ამბობდა ამ საკითხზე წმინდა ნექტარიოსი (პენტაპოლელი): – კეთილი მოქალაქე თავის არჩევანს ინდივიდუალურად გამოხატავს, საიდუმლო და წმინდა ხმის მიცემის გზით. ბევრი მოდის ჩემთან და მეკითხება, ვის მივცე ხმაო. ზოგიერთს ვპასუხობ, ზოგს არაფერს ვეუბნები, უბრალოდ, ვდუმდები. – რატომ, წმინდა მამაო? – ჩემო შვილებო,…

31.10.2020 | 15:00
წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303) – 17 (30) ოქტომბერი

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან…

31.10.2020 | 14:58
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898) – 17 (30) ოქტომბერი

მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11); როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში – “ლაზარეს შაბათს”)….

Τα σημαντικότερα νέα