ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.10.2020 | 18:53
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767) -17 (30) ოქტომბერი

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა…

30.10.2020 | 18:44
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება (28. 10. 2020)

მრევლში გაუგებრობა გამოიწვია ა. წ. 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში, მღვდელ-მონოზვნების,– იერონიმესა (ქათამაძე) და ირინეოსის(შენგელია), – მიერ შესრულებულმა ე. წ. იაკობის ჟამისწირვამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითდად ასეთია: იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე, – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო…

30.10.2020 | 18:40
საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს.   წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული…

30.10.2020 | 18:23
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა (30.10.2020)

საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით…

29.10.2020 | 16:10
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! – ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ გარეჯის სამის გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე…

29.10.2020 | 15:32
წრომის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წ. დაიწყო წრომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა. ტაძარი დახურული იყო ბაზალტის მეორადი გამოყენების ქვის გათლილი ლორფინის ქვით. ოთხმოცდათიან წლებში ადგილობრივ მღვდელთმთავარს ეს ლორფინი ქოზიფას მონასტრიდან ჩამოუტანია და ტაძარზე დაუფარებია. უხარისხო გადახურვის გამო სახურავი რამოდენომე ადგილზე წყალს ატარებდა….

29.10.2020 | 15:25
პანაშვიდი და მიცვალებულთა მოხსენიების დღეები

მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია ერთ-ერთი სახეობა ღვთისმსახურებისა, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება. თავად სიტყვა „პანაშვიდი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან pannykhis და ნიშნავს „ღამისთევას“, „ღამისთევის მსახურებას“. ადრეულ პერიოდში, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ წარმართების მიერ, ისინი ღამღამობით ფარულად იკრიბებოდნენ ხოლმე მიცვალებულთა დასასვენებლად (დასაკრძალავად) და მათ სახელზე ლოცვა-ვედრებებსაც აღავლენდნენ. სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მსახურებას „პანაშვიდი“, ანუ „ღამისთევის მსახურება“….

29.10.2020 | 15:20
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს

2020-2021 სასწავლო წელს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დისტანციურ რეჟიმში სწავლის დასაწყებად საგანგებოდ მოემზადა: პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა „აიტი აკადემია სტეპში“ გადაემზადა. შესაბამისად, დისტანციური სწავლება ხარისხიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.   — tsas.ge

29.10.2020 | 15:17
გვირგვინების დადგმის, ჯვრისწერის შესრულების წესი

ანთებული სანთლებით ხელში, საქმრო და საცოლე ტაძრის შუაგულში გამოდიან და დგებიან ანალოღიის წინ, რომელზეც დასვენებულია ჯვარი, სახარება და გვირგვინები. მღვდელი ეკითხება მათ: თავისუფალია თუ არა მათი სურვილი გახდნენ რჯულიერი მეუღლეები, ხომ არ აღუთქვეს მათ მეუღლეობა რომელიმე სხვა ადამიანს. პასუხის მოსმენის შემდეგ იგი ევედრება უფალს აკურთხოს მათი ქორწინება და გარდამოუვლინოს მათ თავისი მადლი. შემდეგ დგება ქორწინების…

Τα σημαντικότερα νέα