ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.10.2020 | 15:11
საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ზენონ იყალთოელი ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის…

27.10.2020 | 17:50
ქვემო არქევანში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა

  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო არქევანში დარბაზულ ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, კედლების კარნიზები. ფასადების გარკვეულ უბნებში ჩამოშლილი იყო საპირე ქვები. ინტერიერში კი იყო ჩამონგრეული კუთხეები. ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ტუფის ქვით. შესრულებული სამუშაოების…

26.10.2020 | 18:12
მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაღმაიძე განმარტავს, მიტროპოლიტს ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, მიტროპოლიტი სტეფანე რეზიდენციაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. „დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც…

25.10.2020 | 20:34
საეკლესიო კალენდარი: 25 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს.   დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში. 463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური…

25.10.2020 | 20:13
“ღმერთის ყურადღების მისაპყრობად, საჭიროა ჩვენი ცხოვრებით სათნო ვიყოთ”

თუ რამე სამწუხარო ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს ღვთის დაშვებით ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ცხოვრების ღრმა აზრს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენი ცხოვრება სავსეა შეცოდებებით, შეცდომებით და ჩვენი ცოდვებით და ასეთი…

24.10.2020 | 20:49
პროსკომიდიისას (კვეთისას) მოხსენიების შესახებ

(წმ. ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნიდან) წმ. ბასილი დიდის ეპოქაში ცხოვრობდა ერთი მადლმოსილი მღვდელი და, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ვალებში ჩავარდა. ვალი დღითი-დღე იზრდებოდა, ხოლო მევალეები მღვდელს ყოველდღე კარზე ადგნენ. შეწუხებული მღვდელი იძულებული გახდა მიემართა ახლობელი ვაჭრისთვის, რომელმაც, შეისმინა რა მისი თხოვნა, ხუთასი ოქროს მონეტა გადასცა მას. ამ ფულის საშუალებით მღვდელმა გადაიხადა ყველა ვალი…

24.10.2020 | 18:01
2020 წლის 16 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს შეხვდა

2020 წლის 16 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში, აშშ-ის საელჩოს სახლში შედგა და მიზნად ისახავდა საპატრიარქოსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი,…

24.10.2020 | 17:42
საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.   წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა…

23.10.2020 | 20:01
მოწყალება მოყვარული გულია

გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ეფემია (ჩირგაძე):   -ყოველთვის ხომ არ გვაქვს მატერიალური შესაძლებლობა სიკეთის საკეთებლად. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ? -როცა მოწყალებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ქველის საქმეები, არამედ აქ უპირველესად ვგულისხმობთ მოწყალებას, როგორც სულის განსაკუთრებულ მდგმარეობას. მოწყალება ეს არის თანაგრძნობა და თანალმობა, ესაა გულის მისწრაფება, უყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით და…

Τα σημαντικότερα νέα