ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.10.2020 | 15:17
გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას

გელათის ღვითსმშობლის შობის სახელობის ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა…

20.10.2020 | 15:08
“მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოძღვრები გააფრთხილეს, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს. „მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს მიაქციონ ყურადღება, დაიცვან დისტანცია და ნიღბები ეკეთოთ. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, სიტუაციის მიხედვით, მერე შევხედოთ რა იქნება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.   — ambioni.ge

20.10.2020 | 15:02
„ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება!“

ახ. სტილით 20 ოქტომბერი – ხსენება წმ. ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია); წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სიტყვა აღსაყდრების დღეს „რა უნდა ვსთქვა ამ ჩემთვის დიდმნიშვნელოვან წამებში დიდებული სვეტიცხოვლის ამბიონიდან, საიდანაც გაისმოდა მრავალ მჭევრმეტყველ მამადმთავართა მკვეთრი სიტყვა. მეკარგება გაბედულობა, როდესაც ამ ისტორიულ ამბიონზე ვდგევარ და როდესაც წარმოვიდგენ ჩემს უღირსებას. მეხატება წარსული ჩემი ცხოვრება, რომელშიც…

20.10.2020 | 14:54
სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული

ბერი ერმოლაოსის წერილები ხორციელ შვილებს (წმ. ათონი. საბერძნეთი. 21.06.2005): – დიდი მადლობა, შვილო, ბექა მოლოცვისთვის, მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მეც ვამაყობ შენით, როგორც შენ ჩემით, ვამაყობ, რომ კარგი ადამიანი ხარ და ღმერთს ვევედრები, რომ მოგცეს ძალა შენი კეთილი ნება ღვთის სიყვარულში და ადამიანების სამსახურში გამოიყენო, რომ პატივმოყვარეობის ჭია არ შეგეპაროს გულში. იყავი უფალთან ის გაგაძლიერებს, ის…

20.10.2020 | 14:50
“ბიბლია განმარტებებით” – ახლა უკვე სასულიერო სემინარია-აკადემიაში

მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი – “ბიბლია განმარტებებით” კიდევ უფრო საჭირო ფუნქციასა და დანიშნულებას იძენს – ამიერიდან, სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები, წმინდა წერილის შესწავლისას, სწორედ ამ სერიით ხელმძღვანელობას შეძლებენ. პროექტის კოსნულტანტები, სასულიერო აკადემიის პედაგოგები, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი – გიორგი თოდუა და თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია გვესაუბრებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილის, ღვთის სიტყვის სწორად განმარტება და აღქმა,…

20.10.2020 | 14:45
სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ

-სხვა არის ურწმუნო ადამიანის წუხილი და სხვა არის მორწმუნე ადამიანის წუხილი. ურწმუნო არ ადანაშაულებს ღმერთს თავის გასაჭირში, რადგან არ აღიარებს მის არსებობას და არც ემსახურება მას, “მორწმუნე” ღმერთის მსახური კი ღმერთს ადანაშაულებს და ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, რადგან პირველს, ანუ ურწმუნოს, აქვს შესაძლებლობა, ღმერთთან მივიდეს გასაჭირის დროს, როცა საკუთარი ძალებით გამოსავალს ვერ მოძებნის, და მოუხმოს…

20.10.2020 | 14:38
საეკლესიო კალენდარი: 20 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით…

19.10.2020 | 18:51
საეკლესიო კალენდარი: 19 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში – თბილისის სიონში ინახება. „Sputnik- საქართველო” გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. თომა მოციქული წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის…

18.10.2020 | 19:20
კორონავირუსის საფრთხის გამო საპატრიარქომ მღვდელმსახურებს შეტყობინებები დაუგზავნა

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. რეკომენდაციები ეხება პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას და დეზინფექციის ჩატარებას ტაძრებში. „დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება,…

Τα σημαντικότερα νέα