ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.10.2020 | 18:21
მეუფე დავითი: აღმოჩნენილია დავით გარეჯის რუკები და მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა

დღეს როდესაც ლაპარაკობენ, რომ გარეჯი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ უნდათ, თუნდაც პოლიტიკური ვითარებისთვის გამოეყენებინა რომელიმეს, მთავარი ხომ ის არის, რომ მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა. აღმოჩნდა რუკები, რომლებიც ჩამოიტანეს არ აქვს მნიშვნელობა საიდან. ომის დროს მტრის ზურგშიც კი ჰყავდათ თავისიანები და იღებდნენ იქიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა ქადაგების დროს ისაუბრა. მეუფე დავითი…

18.10.2020 | 18:19
არქიმანდრიტი ანტონი: დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია

დიდი გულმოდგინება იქნება ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, თუ ისინიც მეგობრულად გადაწყვეტენ ამ საკითხის, რადგან ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და აქტუალურია. ეს საკითხი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ Imedinews-ს დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას ნეკრესის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა განუცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და…

18.10.2020 | 18:15
მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე: ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამ საკითხზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. როგორც მეუფე ექვთიმემ Imedinews-სთან საუბრისას განაცხადა, ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითშეგნებას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა. „კომისია ნიშნავს კოლეგიალურ კრებულს, მაღალი ხარისხის სპეციალისტები იკრიბებოდნენ,…

18.10.2020 | 18:12
მეუფე იაკობი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი, ორივე მხარე აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით

„ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები მოპოვებულია“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობი 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლებასთან დავით გარეჯის საკითზხე გამართულ შეხვედრებს და მათთან მოლაპარაკებებს დადებითად იხსენებს. როგორც ის ამბობს, სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ღირსეული…

18.10.2020 | 18:10
მეუფე ანდრია: დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია

დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია, – ასე ეხმაურება დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ატენისა და გორის მიტროპოლიტი. მეუფე ანდრია თვლის, რომ ამ თემის გარშემო არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშანი, არის თუ არა ის საქართველოს ტერიტორია. მისი თქმით, სამწუხაროა საციხოდ მათი გამეტება, ვინც დააკავეს, თუმცა გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა კითხვას….

18.10.2020 | 18:09
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი გარემოება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. „არის ბევრი მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები – არის თუ არა ეს პიროვნებები დამნაშავეები… ამას გამოძიება დაადგენს. ვერ ვიტყვით ვერაფერს, ვინაა დამნაშავე ამ საკითხში, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამა კირიონს, მან უდიდესი ღვაწლი გაწია…

18.10.2020 | 18:07
მეუფე ანდრია: ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი

მოლოდინია რის ძალიან იმედიანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ყველაფერი არის არგუმენტირებული და მე ვფიქრობ, რომ ამ არგუმენტაციას ძალიან მშვიდად და ჯანსაღად შეხვდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება, კომისიის წევრები თუ ზოგადად, აზერბაიჯანული მხარე“, – განაცხადა…

18.10.2020 | 18:06
მეუფე სტეფანე: თუ საქართველოს აღმოაჩნდა უფრო გამამყარებელი მტკიცებულებები, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა აზერბაიჯანისთვის

ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომ თითქოს და ეს საკითხი ვთქვათ შექმნის პრობლემას აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, კაპიტულანტური პოზიციაა და თვლი, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს აზროვნებას, ყველა საკითხში პრობლემა გვექნება და ჩვენი ინტერესების დაცვა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება , – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დავით-გარეჯის საკითხის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დემარკაცია-დელიმიტაცია ნიშნავს იმას, რომ…

18.10.2020 | 18:03
მეუფე სტეფანე: განცხადებები გვაჩვენებს, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას დათანხმდა

ჩანს, გარკვეული წრეები დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ მომხდარიყო დემარკაცია საქართველოს საზიანოდ, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესს გარკვეული ხალხი საქართველოშივე ლობირებდა და როგორც ჩანს, იგივე ხდებოდა კომისიაშიც. „განცხადებები ადამიანებისა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და მოვალენი იყვნენ დაეცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ის ადამიანები აცხადებდნენ, რომ უნდა შევეგუოთ იმას,…

Τα σημαντικότερα νέα