ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.10.2020 | 20:42
მეუფე იაკობი მღვდელმთავრებს მიმართავს: “ვიყოთ სამართლიანები, ნუ შეგვეშინდება ისეთ რამეზე ვესაუბროთ ხალხს, რომ დაძაბულობა მოვხსნათ”

უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში – ამ არჩევნების პერიოდში მტერიც გამოხვიდე, – ამის შესახებ დღეს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა თბილისში წმიდათა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. „ეკლესიისგან რა უნდათ? ჩვენ ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც საქართველოსთვის და ჩვენი…

16.10.2020 | 20:40
საქართველოს საპატრიარქო: “ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის”

ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული რუკების ასლები საქართველოს გადაეცა. „რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?…

16.10.2020 | 20:31
„ICOMOS საქართველო“ -„გელათის მონასტრის გადახურვა უკიდურესად გაჭიანურდა“

„ICOMOS საქართველო“ გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე დასკვნას აქვეყნებს და საერთო სურათის შეფასებისას იყენებს ტერმინს “კრიზისული მდგომარეობა”. “გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარსა და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა“, – ნათქვამია არასამთავრობო…

16.10.2020 | 20:25
საეკლესიო კალენდარი: 16 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 16 ნოემბერს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, მოწამეთა: ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, მოწამე მხედართა: ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი…

15.10.2020 | 20:00
სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერის ვედრება

პატერიკი სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა. თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა….

15.10.2020 | 19:59
სვეტიცხოვლობის დღესასწაული 2020წ

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! თქვენო აღატებულებავ, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ ჩვენ ღვთისაგან დაჯილდოებულნი ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევითი არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა…

15.10.2020 | 19:55
საეკლესიო კალენდარი: 15 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს არგვეთის მთავარების  – დავითისა და კონსტანტინეს,  მღვდელმოწამე კვიპრიანეს,  მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტეს,  ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული…

15.10.2020 | 14:21
ილია მეორე – ჩვენ ღვთისგან მრავალი სასწაულით ვართ დაჯილდოებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი, ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორის თქმით, საქართველო ღვთისგან მრავალი სასწაულითაა დაჯილდოებული და შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კვართია ჩამოტანილი. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, თქვენო აღმატებულებავ, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ…

15.10.2020 | 14:17
ილია მეორე – გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, დაარსდა ფონდი – „მოწყალე სამარიტელი“. მისივე თქმით, ფონდის მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარება იქნება. „კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა არის დიდი დღესასწაული, ღვთის წყალობა, ღვთის მადლის მიღება, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი, იყოს მფარველი თქვენი, საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი. დაფუძნდა ფონდი, „მოწყალე სამარიტელი“, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად….

Τα σημαντικότερα νέα