ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.10.2020 | 13:50
სვეტიცხოვლობა [ფოტო]

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ​აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. სვეტიცხოველში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. მათ ასევე მოეთხოვებოდათ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა…

14.10.2020 | 18:24
როგორ აღინიშნება საქართველოში სვეტიცხოვლობა პანდემიის ფონზე – ვიდეო

„Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ აღნიშნავენ კორონავირუსის პანდემიის და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე სვეტიცხოვლობას, დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულს. მორწმუნეებმა, რომლებიც ტაძარში მივლენ, უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია და მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. ყველას, ვინც ტაძარში შედის, უზომავენ ტემპერატურას. სასულიერო პირები ასევე პირბადით არიან. ტაძრის ტერიტორიაზე მორიგეობს პოლიცია. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება….

14.10.2020 | 18:16
მეუფე იოანეს განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია, თუმცა შესაბამის სამუშაოებს ზამთარის პერიოდში ვერ დაიწყებენ, ვინაიდან ეს „ტაძარს დიდ ზიანს მიაყენებს”. როგორც მეუფე იოანემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან მიმართებით შეხვედრა შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ანთიძესთან, რომლისგანაც ინფორმაცია მიიღეს, როგორც ჩატარებულ სამუშაოებზე, ასევე იმაზე, რომ ზამთარში ტაძარი არ…

14.10.2020 | 18:09
პრემიერი – ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა განსაცდელის ჟამში ვართ

ჩვენს ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველის ტაძარში განაცხადა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია და დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა. „სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური…

14.10.2020 | 18:04
მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება

ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ…

14.10.2020 | 18:00
მეუფე იოანე დავით გარეჯის საქმეზე – თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ

თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ,- ასე პასუხობს დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი. მისი თქმით, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება და არა დაკავებული ორი პირის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დონემდე. „მე არ ვიცი,…

14.10.2020 | 17:57
მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე – ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი – მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ, სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე

ამ ორ ადამიანს, მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებთან მიმართებით განუცხადა. მეუფე მელქისედეკის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში ედებათ ბრალი ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს. „მე ვერ გავიგე, მაგალითად იმ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ. კითხვები…

14.10.2020 | 17:55
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე – ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება – შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს

ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს. „ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ…

14.10.2020 | 17:53
მიტროპოლიტი სტეფანე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე – არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება

არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება, მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მამა კირიონს ესაუბრა. „ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა…

Τα σημαντικότερα νέα