ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.10.2020 | 17:43
მეუფე ვახტანგი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე – მწამს, რომ ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ მისი აზრით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები უდანაშაულონი არიან. „სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურება. არ შეიძლება, ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი, ვინც ეს ხალხი მიიყვანა ამ ზომამდე, პირველ რიგში, ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავეები არიან. ჯერ არ არის გარკვეული და არ არის გადაწყვეტილი ეს…

14.10.2020 | 17:22
ილია მეორე: დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქის ეგიდით, საქველმოქმედო ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ დაფუძნდა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა. „დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა, თვეში შემოიტანს ამ ფონდში ერთ ლარს. იმედი მაქვს, რომ ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – განაცხადა ილია მეორემ. მან მრევლს სვეტიცხოვლობა…

14.10.2020 | 17:10
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ. —…

14.10.2020 | 17:06
წმინდა სინოდის წევრები მომავალი სინოდის სხდომისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრობენ

ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის განცხადებით, სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება. „სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,-აღნიშნა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის…

14.10.2020 | 17:02
პატრიარქი: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა”

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ…

14.10.2020 | 16:26
საეკლესიო კალენდარი: 14 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და სხვ.   მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და ის ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ…

13.10.2020 | 15:55
საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე. ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში….

12.10.2020 | 17:48
საეკლესიო კალენდარი: 12 ოქტომბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი…

11.10.2020 | 20:12
მეუფე გრიგოლი – ამბავი, რასაც მამა კირიონი ჰყვება უფრო ემოციური მხარეა, თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, გული დამწყდება

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს. საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. ,,ეკლესიის პოზიციას…

Τα σημαντικότερα νέα