ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.10.2020 | 19:21
რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის…

08.10.2020 | 18:44
არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) გარეჯის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით

„გარეჯის მონასტერში 24 წლის წინ, 1996 წელს, მივედი. მახსოვს, მაშინ ჩვენი მესაზღვრე პატრული დადიოდა ქედიდან აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვრიდან 600 მ-ის სიღრმეში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ რომ ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე. 2004 წელს ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი პატრული ვეღარ დავინახე; მერე 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ რომ…

08.10.2020 | 18:23
საეკლესიო კალენდარი: 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს.   წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა,…

08.10.2020 | 16:29
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის ელჩს შეხვდა

ა.წ. 7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ბ-ნ რუბენ სადოიანის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე….

08.10.2020 | 16:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და…

08.10.2020 | 13:57
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას

საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. „ბოლო დროს მედიასივრცესა და საზოგადოების ნაწილში უამრავი კითხვა დაგროვდა აღნიშნული თემის შესახებ. სწორედ ამიტომ,…

07.10.2020 | 17:42
ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები : * მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ. * სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე. * ფასადებსა და…

07.10.2020 | 17:07
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ა.წ. 5 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც პანდემიის გამო საპატრიარქოს ეზოში ჩატარდა, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი არჩილ თალაკვაძე, ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი კვესიტაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სხვა საპატიო სტუმრები….

07.10.2020 | 16:46
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. თეკლას  დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც…

Τα σημαντικότερα νέα