ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.10.2020 | 20:42
სოფელ ნასპერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი იკურთხა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ( 2020 წლის 26 სექტემბერი). ტაძარი ემიგრანტი ქალბატონის, მარგალიტა ირემაძის დაფინანსებითა და ძალისხმევით განახლდა. მოამზადა მარიამ გაგუამ — ambioni.ge

03.10.2020 | 20:13
თბილისში გაიმართება საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება 6–11 ოქტომბერს თბილისში, ღია სივრცეში და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფესტივალი 6 ოქტომბერს გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით „ნოტებად ქცეული გმირობა”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოჩენილი ქართველი…

03.10.2020 | 18:33
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი  მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს მას  ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს,…

02.10.2020 | 15:28
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, ანჩისხატის ტაძრის (სამხრეთი ფასადი)ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი

რომლის ფარგლებშიც კედელზე ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები.ტაძარს არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია,რის შედეგადაც აქ გვხვდება როგორც ძველი და ახალი ქვის წყობა,ასევე აგურიც. ამასთან ერთად წინა სამუშაოების პერიოდში მრავლად გამოყენებულია ცემენტი, რაც ამძიმებს ქვის და აგურის მდგომარეობას.დაზიანებებს შორის გვხვდება ქვის გაფხვიერება, განშრევება, ბზარები, დანაკარგები, ფრაგმენტაცია, ბიოლოგიური ნადები და სხვა. ასევე გაფხვიერებული და შესუსტებულია კირის ძველი ფენა. √ სამუშაოების…

02.10.2020 | 15:04
კულტურული მემკვიდრეობის დაცის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ” -ს დაფინანსებით ,დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტში , ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე დასკვნითი ეტაპი

შესრულებული სამუშაოების შედეგად : • ფასადებსა და ინტერიერში მოიხსნა მორყეული ქვები ,გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს. • კედლები ამოშენდა იმავე ფორმის ზომისა და ჯიშის ქვით, ხოლო ჩრდილოეთის მინაშენის კედლებზე მექანიკური ჩარევით მოხდა არქიტავრული ქვის ადგილზე დაბრუნება. • მოიხსნა კამარა სამხრეთ მინაშენში , გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში, გადაეწყო კედლის საპირე წყობა. • გაიხსნა მთავარ ეკლესიის…

02.10.2020 | 14:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ

ა.წ. 30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღო. შეხვედრაზე მის უწმინდესობას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 2004 წელს შეიქმნა და უფასო სამედიცინო დახმარებით (გამოკვლევები და მკურნალობა) მრავალმა გაჭირვებულმა ადამიანმა ისარგებლა. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც მკურნალობენ პაციენტებს როგორც თბილისში,…

02.10.2020 | 14:18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები მიიღო

ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები და ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელები ქ-ნი მაია მიქაბერიძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. დეკანოზმა შალვამ, რომელიც საყოველთაო ნათლობებს ზედამხედველობს, მის უწმმინდესობას მოახსენა განყოფილების თანამშრომელთა მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ამჟამად პატრიარქს 41545 ნათლული ჰყავს, მათ შორის უცხოელი 400-ზე მეტი; რომ შესაძლებლობისამებრ ეხმარებიან გაჭირვებულ ნათლულთა და ასევე გარდაცვლილ…

02.10.2020 | 13:45
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ოქტომბერს მოწამეთა: ტროფიმეს, საბატიოსის, დორიმედონტის და ზოსიმე მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს

საეკლესიო კალენდარი: 2 ოქტომბერი   წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულზე ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე…

01.10.2020 | 17:39
პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე, არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა. „მე მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებთან, გამოკითხვის დასრულების შემდეგ. ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს…

Τα σημαντικότερα νέα