ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.10.2020 | 16:58
ხუთშაბათს, პირველ ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი იწყება

ხუთშაბათს, პირველ ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი იწყება. სწავლება ჯერჯერობით დისტანციურად, ელექტრონული რეჟიმით განახლდება. ორშაბათს, 5 ოქტომბერს, 10 საათზე კი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული პარაკლისი აღევლინება სიონის საკათედრო ტაძარში. — tsas.ge

01.10.2020 | 16:29
საეკლესიო კალენდარი: 1 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ასევე ღირსი ევმენიოსის – გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს, ირინეს და კასტორის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად….

01.10.2020 | 12:01
კათოლიკოს-პატრიარქი ჩვილთა დედის რძით კვების შესახებ

patriarchate.ge

30.09.2020 | 20:20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები მიიღო

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის წარმომადგენლები მიიღო. ,,დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ წარადგინა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები. აღნიშნულ პროექტში ჩართულია40 სკოლა და 200-მდე ბავშვი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან რელიგიების…

30.09.2020 | 20:17
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რაზეც მრევლს ინფორმაცია უკვე მიეწოდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რასთან დაკავშირებითაც მრევლს საპატრიარქომ ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენი ეკლესიის წევრი არ არის. მის შესახებ არ ვიცით, რა უფლებით მსახურობს აქ. არ ვიცით, რა უფლებით შედის ეკლესიებში, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას. მივაწოდეთ ინფორმაცია მრევლს, რომ ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე მსახურობს და…

30.09.2020 | 20:14
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე – ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა – ძალიან საეჭვო დასკვნები დადო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მათ ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია არაეფექტურად მუშაობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო და პროკურატურის განცხადებაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხს ეხება. “რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის თქმა, რადგან ჩვენც იგივე…

30.09.2020 | 20:08
საეკლესიო კალენდარი: 30 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა…

29.09.2020 | 19:00
26 სექტემბერს, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, დედა ეკლესიის წიაღს წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სახელობის ტაძარი შეემატა

დიდი დიღმიდან როგორც კი დაადგებით მუხათგვერდისკენ მიმავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ. მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა, თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მონასტრის წინამძღვრია, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია). უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ ფოკას (მარკოზია) ძალისხმევით, მონასტერთან ტაძრის მშენებლობა ორი…

29.09.2020 | 18:41
ჯვართამაღლებას გილოცავთ!

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის შემდეგ კი – გრადიციული აღაპი, იგივე სამრევლოს სიყვარულის ტრაპეზი, რის დროსაც, სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილია პასუხობდა მრევლის შეკითხვებს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლი/სტამბოლი 27.09.20   ჯვართამაღლებას გილოცავთ!პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ედირნეკაპის წმ. გიორგის… Geplaatst door…

Τα σημαντικότερα νέα