ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.09.2020 | 18:38
შეხვედრა ახალგაზრდებთან

ა.წ. 26 სექტემბერს, ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარის წინამძღვარი მამა ილია ჯინჯოლავამ გაიმართა შეხვედრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდების ერთ [მცირე] ნაწილთან. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა, თუმცა გაჟღერებულ იქნა სხვადასხვა სახის ინიციატივები, მათ შორის, სოციალურ-საქველმოქმედო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. ხასგასმულ იქნა, რომ ერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ,…

28.09.2020 | 16:46
ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,…

28.09.2020 | 16:31
იოსებ ალავერდელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება ჩატარდა

28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მთელი ღამის განმავლობაში ლოცვას, ადგილობრივთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლიც ესწრებოდა. იოსებ ალავერდელი 13 ასურელ მამას შორის იყო, რომლებიც საქართველოში მეექვსე…

27.09.2020 | 20:45
ილია მეორე – აღვავლენთ ლოცვებს, რაღა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას

აღვავლენთ ლოცვებს, რაღა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომლითაც პატრიარქი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ეხმაურება. „დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ…

27.09.2020 | 20:40
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში – მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვან

ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში , – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მართებულია საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება. მისი თქმით, ეკლესია ოფიციალურად რომელიმე მხარეს არ ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს თავისი შეხედულებები აქვთ. „ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას. ზოგადად,…

27.09.2020 | 20:16
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში…

27.09.2020 | 17:26
ილია მეორემ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა. ილია მეორემ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის…

26.09.2020 | 22:02
ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა. „ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ლეგიტიმური იქნებოდა, 1938 წელს შექმნილი რუკაა, რადგანაც ერთადერთი ხელშეკრულება ორ ქვეყანას…

26.09.2020 | 22:00
მეუფე იაკობი – ვინც ძლიერები ვართ, სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ

ვინც ძლიერები ვართ იმ სუსტებს რაღაცები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას პოლიტიკოსებს მოუწოდა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სიტუაციას ნუ დაძაბავენ. „კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს და…

Τα σημαντικότερα νέα