ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.09.2020 | 21:44
გილოცავთ ქეთევანობას!

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ,…

26.09.2020 | 21:40
ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335)

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ…

26.09.2020 | 19:03
მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის, მღვდელმოწამე კორნილიოს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , ასევე ღირსი პეტრე ატროელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა,…

25.09.2020 | 14:20
დავით ზალკალიანი – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხო საუბარი. დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მხარის მიერ მოპოვებულმა ახალმა…

25.09.2020 | 14:12
ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა. ზუგდიდსა და ცაიშისა ეპარქიაში აცხადებენ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოდება, თუმცა დღეს მას ვირუსზე PCR კვლევა ჩაუტარდება. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR კვლევა ჩაუტარდა კოვიდინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები…

25.09.2020 | 14:09
ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. მეუფე გერასიმეს PCR-კვლევა ჩაუტარდება

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონა ვირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა. ზუგდიდსა და ცაიშისა ეპარქიაში აცხადებენ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოდება, თუმცა ხვალ მას ვირუსზე PCR კვლევა ჩაუტარდება. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR კვლევა ჩაუტარდა კოვიდინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი…

25.09.2020 | 13:46
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი გიორგი ჭყონდიდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა…

24.09.2020 | 18:43
2020 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სოფელ დიდ ჩაილურში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა

სოფელში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავითანნი“ მხარდაჭერით, ტაძრის ეზოში გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. როგორც მამა თეიმურაზმა ბრძანა: „ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ახალგაზრდების სულიერ განვითარებას, მათში განათლების, ქართული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის…

24.09.2020 | 16:26
გელათის სამონასტრო კომპლექსზე ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორების პროცესში, რომელსაც შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს, დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები. დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. ამავდროულად…

Τα σημαντικότερα νέα