ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.09.2020 | 16:16
გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ისტორიული მარანი ნადგურდება

გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ქვევრები და კედლის ნაწილები ნადგურდება. ამის ამსახველი ფოტოების ლაშა ბერეკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო. ,,გელათის ტერიტორიაზე უნიკალური ქვევრები ნადგურდება. ჯერ შეფუთვამდე იშლებოდა, ახლახანს შეუფუთავთ, მაგრამ იმედია იციან, რომ ამის ასე დატოვე არ შეიძლება.შესაძლოა, დაინესტოს და ჩამოიშალოს. მე-18 საუკუნის არის და დიდი ღირებულება არ აქვსო ასე უთქვამთ”, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი. კულტურული…

24.09.2020 | 15:31
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში

2020-2021 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში. Erasmus+ პროგრამის (KA107) ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიასთან. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება,…

24.09.2020 | 15:26
საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა…

23.09.2020 | 14:29
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ერთობლივ პროექტს განხორციელებენ

2020 წლის 19 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტის „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2020“ მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი), დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, დეკანოზი გიორგი კალანდია, მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი, მღვდელი…

23.09.2020 | 14:22
საეკლესიო კალენდარი – 23 სექტემბერი

ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.   წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ…

23.09.2020 | 14:03
ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევა

2020 წლის 17 სექტემბერს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სოფელ გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელ-მონაზონი მოსე (ცქიტიშვილი). ვულოცავთ მამა მოსეს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მონასტრის დაფუძნებას და ვუსურვებთ სულიერ აღმავლობას. მოამზადა მარიამ გაგუამ წყარო: საპატრიარქოს უწყებანი — ambioni.ge

22.09.2020 | 14:35
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას

მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს,  მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს,  ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის  III მსოფლიო კრების ხსენებაც.   წმიდა იოაკიმე და ანა წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან….

21.09.2020 | 19:21
მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა. „ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად…

21.09.2020 | 16:30
დეკანოზი – ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა რომელიმე შეხვედრაზე

მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ…

Τα σημαντικότερα νέα