ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.09.2020 | 15:55
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამე შუშანიკი    წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა,…

10.09.2020 | 15:49
ბორჯომში, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარზე ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა. ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც გეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს​ ინფორმაციით, გოგიჩაანთ…

09.09.2020 | 20:16
ქორწილის, ქელეხის და სხვა ღონისძიების გამართვა 10-მდე ადამიანის მონაწილეობით კვლავ ნებადართულია

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია არა ქორწინების აქტის გაფორმება, არამედ ამ ღონისძიების 10 კაცზე მეტის შემადგენლობაში აღნიშვნა. ამის შესახებ imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. არაუმეტეს 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც. —…

09.09.2020 | 18:11
სამყაროში სიყვარული სიყვარულით ვრცელდება

📖 „ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოან. 4, 16). 💥 მთელი სამყარო მხოლოდ ღვთის სიყვარულით არსებობს და ცოცხლობს. ღმერთმა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამო შექმნა არაფრისგან ყველაფერი. ჩვენ, ყოველივე შექმნილთან ერთად, მხოლოდ სიყვარულის კანონის დაცვით მოვახერხებთ საკუთარ შემოქმედს მივეახლოთ, მის…

09.09.2020 | 17:49
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც თავს სასულიერო პირებად წარმოაჩენენ და აღასრულებენ ღვთისმსახურებას, სინამდვილეში კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ აქვთ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო.

ასევე მოგაწვდით რეალურ ინფორმაციას იმ ერის ადამიანების თაობაზე, რომლებმაც თვითნებურად შეიმოსეს სასულიერო სამოსი, თავს სასულიერო პირად მოიხსენიებენ და შეცდომაში შეჰყავთ მორწმუნეები. ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საზოგადოებას, თავი აარიდოს გაურკვევლობას და არ აღმოჩნდეს არაკეთლსინდისიერი ქმედებების მსხვერპლი. — ambioni.ge

09.09.2020 | 17:38
საეკლესიო კალენდარი : 9 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 სექტემბერს ღირსი პიმენ დიდის, წმ. ლიბერიოსის, რომის პაპის, ღირსი პიმენ პალესტინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი პიმენ დიდი ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან – ანუბისა და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა…

07.09.2020 | 16:13
საეკლესიო კალენდარი : 7 სექტემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს – 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. აღმოყვანება…

07.09.2020 | 16:06
არქივი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოგზაურობა ფერეიდანში (13.03.2001)

           patriarchate.ge

06.09.2020 | 19:46
“ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ” – მეუფე იაკობი პირად ქონებაზე

მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველი მღვდელმთავრები სჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ. „ტელევიზიით გადის ხოლმე მღვდელთმთავრების ქონებებზე, სჯულის კანონიდან ვიღაცები მოჰყავთ ხოლმე… რჯულის კანონი რომ…

Τα σημαντικότερα νέα