ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.08.2020 | 17:20
ოკუპირებული „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ხატის საჩუქრად გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „აფხაზეთის ეკლესია“ არ იღებს ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარ ხატს და მას უკან აბრუნებს. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძარს საქართველოს ეკლესიისგან საჩუქრად ჩამოუტანეს და მას უკან აბრუნებს. აღნიშნული მისია ჩატარდა აფხაზეთის…

26.08.2020 | 16:17
“რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით რომ პირი დაგებანათ”!

არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნში “გადარჩენის საიდუმლო” ვკითხულობთ: – არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) გვიამბობდა : როგორ გამოცდის ღმერთი ადამიანს: “როცა მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი, სამთავროს მონასტერში მივედი და იღუმენიას ღამის გასათევი ვთხოვე. მან მიპასუხა: “ჩვენთან მამაკაცები არ ათევენ ღამესო”. მაშინ ეზოში გავედი და ჭიშკართან ჩამოვჯექი. ერთ-ერთი მონაზონი ჭიშკრის დასაკეტად ჩამოვიდა და იყვირა: “შენ, აქ რას აკეთებ?! ახლა ძაღლი…

25.08.2020 | 13:07
ილია მეორე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ქალბატონ ნაირას გარდაცვალების გამო. იგი, შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი სიმბოლო, ერთი მხრივ, მათი, ვინც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და, მეორე მხრივ, მათი, ვინც ქართული სულის გაუტეხლობისა და საქართველოს ერთგულების მაგალითად იქცა. იგი დღეს მიებარება მშობლიურ მიწას. ღმერთმა აცხოვნოს…

24.08.2020 | 17:11
სანამ ვინმეს მკვახე სიტყვაზე უპასუხებდე, ოცდაათჯერ წაიკითხე უფლის ლოცვა

  ადამიანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს თავისი სულის წვრთნისათვის. როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც უნდა მართალი იყო, გაიხსენე, შენც ხომ განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმავე საზომით მოგეზღვება. თუ ჩვენ გვინდა ყველას ვუყვარდეთ, ჩენც უნდა გვიყვარდეს ყველა. თუ გვინდა სხვამ არ დაგვამციროს, არც ჩვენ უნდა დავამციროთ არავინ. არც…

24.08.2020 | 17:08
მსოფლიო პატრიარქი – აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა

ფაქტია, რომ აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა. “სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა…

24.08.2020 | 17:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

  დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, – ახლადგარდაცვალებულნი…

21.08.2020 | 16:16
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი – წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრის კურთხევა

    

21.08.2020 | 15:51
კელი დეგნანმა მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა

  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გუშინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ. მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების…

21.08.2020 | 15:46
ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ბათუმში XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება…

Τα σημαντικότερα νέα