ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.08.2020 | 15:38
სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება

თურქეთში ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად გადააკეთებენ. საუბარია სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქული ბიურო ავრცელებს. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ბიზანტიური ეპოქის მონასტრისთვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გააუქმა. ახლა კი, პრეზიდენტის განკარგულებით, ტაძარი რელიგიის საკითხთა დირექტორატს გადაეცემა და ის…

20.08.2020 | 16:09
აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს

აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. „2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების…

19.08.2020 | 15:19
სწორი ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას

გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე): – ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. “ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ”,- ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ,…

18.08.2020 | 15:17
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 18 აგვისტო

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის…

17.08.2020 | 16:20
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 17 აგვისტო

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიხოსის, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, ექსაკუსტოდიანეს და ანტონინეს ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. შვიდი ეფესელი ყრმა სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეკიუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში…

15.08.2020 | 19:09
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი შედგა

28 წლის წინ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის სულების პატივის მისაგებად ტაძარში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა უწყებისა და სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  

15.08.2020 | 19:07
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 15 აგვისტო

მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი…

15.08.2020 | 18:54
დღესაც განსაცდელშია კონსტატინეპოლის დიდებული კათედრალი – აია-სოფია..!

“პირველს შვიდთაგან ბორცვზედა სტამბოლისა, ძველ მოედანზედ “აგვისტეონისა”, ბრწყინავს დიდებული ტაძარი წმ. სოფიასი, – დიდებული, წარჩინებული ხელოვნება ბიზანტიისა,  გვირგვინი ხელოვნებისა და კანონი საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა..” დეკ. პეტრე კონჭოშვილი იმპერატორმა კონსტანტინემ ახალი დედაქალაქისათვის ადგილი ბოსფორის ნაპირას, ბორცვებიან ნახევარკუნძულზე შეარჩია, სადაც ადრე პატარა დაბა ბიზანტიონი მდებარეობდა. 324-330 წლებში აშენდა ქალაქი, რომელსაც მისი დამაარსებლის სახელი – კონსტანტინეპოლი ეწოდა. პირველ რიგში…

14.08.2020 | 19:05
მარიამობის მარხვა

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების…

Τα σημαντικότερα νέα