ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.08.2020 | 19:02
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 14 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს.   ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა  ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი…

14.08.2020 | 18:53
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტებია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის ნეშტია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი….

14.08.2020 | 18:42
სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „მე დღეს ღვთისმსახურებს ვესაუბრე, რადგან მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი ინტერნეტრესურსების, სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობს, საკუთარი მოსაზრებით გამოვიდეს, როდესაც მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობს. ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს, არ ჩავერიოთ პოლიტიკურ საკითხებში. პოლიტიკით პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ მოქალაქეთა გულები“,…

13.08.2020 | 20:06
IRI – გამოკითხულთა ყველაზე დიდი კეთილგანწყობით პატრიარქი სარგებლობს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ – 74%. გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს – კახა კალაძე, 53%-ს – დავით ბაქრაძე, 42% -ს – შალვა ნათელაშვილი, 41%-ს – ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს…

12.08.2020 | 19:49
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 12 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 აგვისტოს  ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, და სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ცოტნე დადიანი ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში. ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს,…

12.08.2020 | 19:44
უნიკალური აღმოჩენა ბორჯომში, ბერის საყდრებთან აკლდამა აღმოაჩინეს

როგორც ბორჯომი TV გვამოცნობს, ბორჯომში, ყვიბისის მახლობლად, ბერის საყდრების მამათა მონასტერთან არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს. აკლდამაში, სამარხთან ერთად, მონეტა და კერამიკისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები იყო დაფლული, რომელთა შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომის ისტორიისა და კულტურისათვის. არქეოლოგები თვლიან, რომ აკლდამა სავარაუდოდ X-XI საუკუნეშია აგებული, სავარაუდოდ იგი იმ ბერების საძვალეა, რომლებიც იმ პერიოდში აქ არსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ. ბერის საყდრები…

12.08.2020 | 19:27
ცნობილი მეცნიერის, ბატონ გრივერ ფარულავას, გარდაცვალების გამო

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი გრივერ ფარულავა. 26 წლის წინ დაუკავშირა ბატონმა გრივერმა თავისი საქმიანობა თბილისის საულიერო აკადემიასა და სემინარიას – სათავეში ჩაუდგა ქართული ლიტერატურისა და ენის კათედრას. შემთხვევითი არ იყო, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თავისი საქმიანობა საქართველოს უპირველეს მართლმადიდებლურ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. ბატონი გრივერი მთელი…

12.08.2020 | 19:25
გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გრივერ ფარულავა

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გრივერ ფარულავა. ბატონი გრივერ ფარულავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, უკანასკნელი 26 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. მან სასულიერო პირებისა და თეოლოგების მთელი თაობა აღზარდა. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სამძიმარს უცხადებს ბატონ გრივერ ფარულავას ოჯახის წევრებს. პანაშვიდები: ხუთშაბათსა და პარასკევს 17:00…

09.08.2020 | 23:38
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 9 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს.   დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა…

Τα σημαντικότερα νέα