ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.08.2020 | 23:35
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის…

09.08.2020 | 23:34
მეუფე შიო – ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდეს პრობლემა, გამთლიანდეს საქართველო

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მღვდელმთავარმა ქვეყნის ოკუპირებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს…

09.08.2020 | 23:32
საქართველოს პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზემო ნიქოზს ეწვია და მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ნიქოზში ჩასვლისთვის. მისი თქმით, დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ 8 აგვისტოს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს…

08.08.2020 | 22:19
საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე – ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. “მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე –…

08.08.2020 | 19:49
ბაკურიანის წმ. ელიას სახელობის ტაძარი

ბაკურიანის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ძველი ტაძარი განახლებულია მრევლის შეწევნით. ეს სალოცავი ოდითგანვე ბევრ მლოცველს უყრიდა თავს და დღესაც, მრევლისთვის ეს ადგილი განსაკუთრებულად წმინდაა. წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. მეფე აქაბის დროს, რომელმაც ჭეშმარიტ…

08.08.2020 | 19:43
როგორ იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს

✝ „ეს იყო მძიმე დღეები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლა ჩვენთვის სნაიპერს. ✝ გორი იყო მკვდარი ქალაქი. ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ…

08.08.2020 | 19:33
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 8 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, ერმიპეს და ერმოკრატეს – ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამეთა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე – ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს…

07.08.2020 | 18:58
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 7 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის…

07.08.2020 | 18:44
კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, რომ საქართველოში ასეთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა მიეცა. „ელჩმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ადგილის დიდ პოტენციალს სოფლის მეურნეობის ცენტრად და ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს….

Τα σημαντικότερα νέα