ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.08.2020 | 18:36
კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“

საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გააცნო დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს გაეროს ბავშვთა ფონდმა 2020 წლის 4 აგვისტოს. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის…

07.08.2020 | 18:31
სამუშაო შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 6 აგვისტოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი), სამუშაო შეხვედრა გამართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლელა ბაქრაძესთან, საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან ქ-ნ თეა გოგოტიშვილთან და კავშირი ,,21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარესთან, ბ-ნ პაატა გაჩეჩილაძესთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნული ფონდისა და საპატრიარქოს თანამშრომლობა ოჯახში…

06.08.2020 | 15:17
დაზიანების ფაქტი ნავთავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესილუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში

ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. სსკ-ის 2592 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა. სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდროების ძეგლზე…

06.08.2020 | 15:12
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია (04.08.2020)

ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’ ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ. შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი . ისტორიული…

06.08.2020 | 15:09
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც, რომელსაც წარმოადგენდა პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა…

06.08.2020 | 15:07
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ერთად დავეხმაროთ ელენეს

ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულს – ელენე ზედგინიძეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – საშვილოსნო-საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის აგრესიული ფორმა. ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, მაგრამ მოკლე ხანში მეორე ოპერაციის აუცილებლობა გამოიკვეთა. ახლა ელენე ემზადება ქიმიოთერაპიისა და მეორე ოპერაციისთვის. დეტალური ხარჯთაღრიცხვა არაა ცნობილი ჯერჯერობით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სენის შესაჩერებლად დიდი თანხაა საჭირო და დრო ცოტა გვაქვს. სამწუხაროდ, ოჯახს…

06.08.2020 | 15:04
ბერი პორფირი კავსოკალიველის ერთი სასწაულის შესახებ

… კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. ეს თვითონ ამ ისტორიის გმირისგან შევიტყვე გასულ წელს, ათენში ყოფნისას. ერთი მდიდარი ქალი ბერი პორფირის სულიერი შვილი იყო. ამ ქალს ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელსაც ათენში ერთი გოგონა შეუყვარდა. მაშინ ეს ბიჭი ტაძარში არ დადიოდა და დიდი ნდობა არ ჰქონდა არც მღვდლების და არც სხვა რამის, რაც ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ,…

06.08.2020 | 15:00
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 6 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ილარიონ თუალელი  ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის…

06.08.2020 | 14:55
გლდანის საპატიმროში სამლოცველო იკურთხა

ა.წ. 4 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო აკურთხა. ამ დრომდე აქ სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი პატიმართა თხოვნით დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და სამლოცველო მოეწყო. — patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα