ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.08.2020 | 20:00
მეუფე შიომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს – პატრიარქი. როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს. „პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა,…

03.08.2020 | 18:01
ილიაობის დღესასწაული (02.08.2020)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულს, წმინდა ილია მართლის დღეს. გილოცავთ ილიაობას. ეს ტრადიციული დღესასწაულია. ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს მე ვუსურვებ რომ პატივი სცენ მამასა თვისსა და…

02.08.2020 | 20:33
პატრიარქი – “უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე”

უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა. მისი თქმით, დღეს აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა იმისთვის, რომ თაობებს შორის კავშირი იყოს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ “ვცხოვრობთ რთულ დროს”. “ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა…

31.07.2020 | 18:26
საეკლესიო კალენდარი: 31 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ივლისს ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონის, მოწამე ემელიანეს, მოწამე იაკინთე ამასტრიდელის,ღირსი პამვა მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს   წმინდა კოზმა ხუცესმონაზონი წმიდა. მამა მოღვაწეობდა მე–16 საუკუნეში. დავით გარეჯის მონასტერში. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. ანტონ კათალიკოსი გადმოგვცემს, რომ იყო: “კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, “სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსო”, თან ამბობს, ჩემს…

29.07.2020 | 20:00
თურქეთის პრეზიდენტმა სუმელას რესტავრირებული მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრაპიზონის პროვინციაში მდებარე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი რესტავრაციის შემდეგ გახსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტაძრის გახსნის ცერემონიას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრო. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა უარყო აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და აღნიშნა, რომ განსხვავებული კულტურების მიმართ თურქეთს უპატივცემულობა რომ ჰქონოდა, მსგავს არტეფაქტებს არასდროს აღადგენდა და შეინარჩუნებდა….

29.07.2020 | 19:46
საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე  ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველ ფილომარქსს მოახსენეს  ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების…

28.07.2020 | 15:29
ათონის წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა

  წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა, ხოლო კინოვიის (კინოვია-საერთო საცხოვრებელი მონასტერი, რომლის სათავეშიც დგას იღუმენი. იღუმენს ირჩევენ თვითონ ძმები და არავის აქვს მისი გადაყენების უფლება. კინოვიური ტიპის მონასტრებში ძმებს აქვთ საერთო ტრაპეზი, საერთო და ყველასთვის სავალდებულო ღვთისმსახურება, საერთო საკუთრება. ხოლო იდიორიტმული მონასტრებში , რომელიც ათონის მთაზე ამჟამად აღარ არსებობს…

28.07.2020 | 15:26
უფლის მინდობით უნდა შევძლოთ ცხოვრება

  არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე): – უფალი ნებისმიერი ადამიანისგან გვაძლევს სწავლებას. ერთი წმინდა მამა მონასტრიდან ქალაქში საქმისთვის წავიდა. ვიდრე ქალაქში შევიდოდა, ღმერთს შეევედრა, – ღმერთო, ოდესმე თუ ჩემი ცხოვრებით შენთვის სათნო ვყოფილვარ, როცა ქალაქში შევალ, პირველი შემხვედისგანვე რაიმე სიბრძნე მასწავლეო. პირველივე მეძავი დედაკაცი შეხვდა. ღმერთო, ეტყობა, ჩემი ცხოვრება არ არის სათნო, – შეწუხდა, – მისგან რა…

28.07.2020 | 15:18
მჯერა რომ არსებობს სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მეგობრობა, და საერთოდ სიკეთე….

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ქალბატონმა ნინო სურგულაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და გვსურს იგი თქვენც გაგაცნოთ: “მჯერა რომ არსებობს სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მეგობრობა, და საერთოდ სიკეთე…. ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება…..თანაც ძალიან… ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერი, თუნდაც სიცოცხლე… სამყარო აღარ არის ისეთი როგორიც იყო ადრე… სამწუხაროდ უარესია ყველა მიმართულებით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან… კლავენ… იმეტებენ…

Τα σημαντικότερα νέα