ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.07.2020 | 18:08
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს [ფოტო]

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 712 ჩვილი გახდება. ნათლობის ცერემონია, პანდემიიდან გამომდინარე, წელს პირველად ღია ცის ქვეშ იმართება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობები გადაეცემათ. როგორც მამა შალვა კეკელიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის…

26.07.2020 | 18:51
ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გელათის ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტია დაზიანებული და ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში ხარვეზების შესასწავლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ. ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები…

26.07.2020 | 18:50
გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი „დავითის გზა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი „დავითის გზა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება. „მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, იმერეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ემსახურება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გავხსნით „დავითის გზას“, ისტორიულ გზას, რომელიც ამოდის გელათის სამონასტრო კომპლექსამდე. გზა აღდგა და მოპირკეთდა, რაც კიდევ ერთი საინტერესო ლოკაცია იქნება ტურისტებისთვის“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა,…

26.07.2020 | 18:36
მეუფე დანიელი – ცრუ მოძღვრებათა გამრავლება არის სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი, ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას

მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ემზადება ამ დიდი დღესასწაულისთვის. მეუფე დანიელის განცხადებით, ილია თეზბიტელი ჭეშმარიტი სარწმუნოების ცნობილი დამცველი იყო. „თქვენ იცით, რომ ეს არის წმინდანი, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იყო ცაში ატაცებული. საღმრთო სწავლების მიხედვით, უფალი დააბრუნებს მას, როდესაც დედამიწაზე დაიწყება ყველაზე სასტიკი დევნა…

26.07.2020 | 18:25
აია სოფიაში 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა [ვიდეო]

აია სოფიაში 86-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. ლოცვაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა. სტამბოლის გუბერნატორის ბრძანებით, ხალხმრავლობის გამო, რამდენიმე ქუჩა და მეტროსადგური დაიკეტა. თავად აია სოფიაში მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ. ხალმხრავლობაა კომპლექსის გარე პერიმეტრზეც. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის…

24.07.2020 | 13:31
86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდება

86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდება. სტამბოლის გუბერნატორის, ალი იერლიკაიას განცხადებით, მუსლიმთა ლოცვა ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და საყოველთაო აღფრთოვანების გამო, გახსნის ცერემონიაზე დასწრება უამრავ ადამიანს სურს. თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება. გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმობათ….

23.07.2020 | 23:59
საეკლესიო კალენდარი: 23 ივლისი

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და…

22.07.2020 | 22:44
საეკლესიო კალენდარი: 22 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივლისს მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსის, ღირსმოწამეთა: პათერმუთეს, კოპრეს და მოწამე ალექსანდრეს და წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსი ს ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე  ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას…

21.07.2020 | 14:32
ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოში დაიბარეს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოში დაიბარეს. „ბოლო ორი დღეა, სოციალური ქსელითა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია თლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის…

Τα σημαντικότερα νέα