ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.07.2020 | 20:19
საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი თომა მალეელი ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება…

19.07.2020 | 20:06
მეუფე ნიკოლოზი შაქარაშვილის საქმეზე – რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ

რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფეს თქმით, მას, როგორც მოქალაქეს სხვა რესურსი არ აქვს გარდა იმისა, რომ სიმართლის დადგენას დაელოდოს. „სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც ბოლო…

19.07.2020 | 20:02
მეუფე ნიკოლოზი – ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ბოლო პერიოდში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განახლდა მსჯელობა, სადაც დარწმუნებით არის საუბარი, რომ შემთხვევა თვითმკვლელობას უკავშირდებოდა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო. „ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა,…

19.07.2020 | 19:56
მეუფე იაკობი – ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენილიყო, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს

თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ-აბასის შთამომავლები არიან , – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს, სოფელ ჯუგაანში ძელიცხოვლის სახელობის ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ადამიანთა გაღმერთება და გაკერპება არასდროს არ გამოვა. „უნდა ვიცოდეთ, რომ ყველგან თუ არა ღმერთის შეწევნა, ვერც მოსავალს მოვიყვანთ, ვერც…

19.07.2020 | 19:53
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პრობლემების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ნებისმიერი არაპროფესიონალური და სუბიექტური დასკვნა, რომელიც არ ეფუძნება გელათის კონკრეტული პრობლემატიკის კვალიფიციურ შესწავლას, იწვევს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არასწორი ინტერპრეტაციებისათვის საბაბს ქმნის. „სწორედ არასწორი…

19.07.2020 | 19:49
მეუფე ნიკოლოზი – მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე – ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხა არ მიაჩნია სწორად. „რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე…

19.07.2020 | 19:35
გელათის გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა….

19.07.2020 | 19:33
მე-19 საუკუნის ძეგლის დაზიანებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კანონის უხეშ დარღვევად აფასებს

შეუთანხმებელი რეაბილიტაციის შედეგად მე-19 საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ისტორიული საფლავები გაანადგურეს. ინფორმაცია ამის შესახებ თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი დაადასტურეს. სააგენტოს განცხადებით, შესაძლებელია, დადგეს ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თეოლოგის განმარტებით, ეკლესიაში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, რადგან ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი…

19.07.2020 | 19:13
“უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს თხოვნებს, როდესაც ვთხოვთ ჩვენი მოყვასის შესახებ და საერთოდ როდესაც ჩვენ ვლოცულობთ”

სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე – ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ ისინი , – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ დღევანდელი სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუ როგორ მიიყვანა ოთხმა…

Τα σημαντικότερα νέα