ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.07.2020 | 20:04
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი  წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. 680 წელს  წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა,  იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი…

17.07.2020 | 19:51
“საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა”

პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა. “თანამედროვე საქართველოს ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი…

17.07.2020 | 19:17
მეუფე იაკობი – “ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე”

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სასიკეთოდ აისახება, თუ არა ქვეყანაზე, ეს თავად ადამიანებზეა დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სხვა ქვეყნებში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ქართულმა საზოგადოებამ ერთმანეთთან დაპირისპირებით ქვეყანა არ დაანგრიოს. „ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ვფიქრობ, სხვებს უნდა ვუყუროთ და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც…

17.07.2020 | 19:14
თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარებისთვის ემზადება

თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარების საკითხს განიხილავს. ამისთვის სავარაუდოა, რომ დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან და რელიგიის სამმართველოსთან ერთად, აია-სოფიას ტაძარში პირველი ნამაზის ჩასატარებლად 24 ივლისს ემზადება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება…

16.07.2020 | 20:13
უკვე მეორე ზაფხულია საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები Icsu-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების საზაფხულო ბანაკებს სტუმრობენ და მოსწავლე-ახალგაზრდებს მათთვის აქტუალური და საინტერესო თემების შესახებ ესაუბრებიან

👉 15 ივლისს Icsu-ს 2020 წლის საზაფხულო ბანაკები ოფიციალურად გაიხსნა. 2020 წლის საზაფხულო ბანაკის გახსნასა და პირველი ნაკადის მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები – სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი დავით ტატანაშვილი. 👉 სასულიერო პირებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – ძალადობის წინააღმდეგ…

15.07.2020 | 15:17
როიტერი“ – აია სოფიას ტაძარში ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. მისი თქმით, სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება. 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ…

15.07.2020 | 15:12
ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით სალიტანიო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო…

14.07.2020 | 16:22
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა

სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი”. (ისუ ზირაქი 44,14) წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის მასწავლებელი, ისუ ზირაქი, წიგნსა შინა თვისსა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობასა ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარჩინებულთა პირთა, და, სხვათა შორის, ამას იტყვის მათზედა: “სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი”.იგივე სიტყვები ისუ ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით…

13.07.2020 | 23:59
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 12 მოციქულის დღესასწაულზე (13.07.2020)

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, – სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს…

Τα σημαντικότερα νέα