ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.07.2020 | 16:46
ყაზანის ჩუმეევის მამათა მონასტერში 3 ივლისს უეცრად გაჩნდა ხანძარი.

ყაზანის ჩუმეევის მამათა მონასტერში 3 ივლისს უეცრად გაჩნდა ხანძარი. ტაძარი მთლიანად დაიწვა. ალი ელვისსისწრაფით მოედო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მოპოვების სახელობის ტაძარს, განადგრდა საკურთხეველი სადაც დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. 4 ივლის როდესაც ნამწვავზე ბავშვები დადიოდნენ ერთერთმა რაღაცაზე ფეხი წამოიკრა, ეს სასწაულოქმედი ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა რომლის განადგურებას უკვე გლოვობდა მრევლი. შეგახენებთ რომ ტაძარი 1770 წ ხანძრით…

06.07.2020 | 14:55
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური – თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე აცხადებს, რომ თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს. „თურქები ყველა თამაშს თამაშობენ, რომელიც ხელში მოხვდებათ. ეს კიდევ ერთი ასეთი თამაშია. მე მჯერა, რომ ისინი ამას ვერ გაბედავენ“, – განაცხადა იერონიმე მეორემ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას. აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ…

06.07.2020 | 14:41
ტიმოთესუბნის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს

30 ივნისს, მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) საღვთო ლიტურგია აღავლინა მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ იერომიელთან (ფილიშვილი) და ადგილობრივ და სხვა ეპარქიებიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებთან ერთად. წირვას ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე სხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მომლოცველები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ვაჟთა…

05.07.2020 | 18:01
მეუფე დანიელი – საქართველოში სასწაული ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საეკლესიო მსახურება არ შეწყდა, ეპიდემიამ არ იფეთქა

ერი, რომელიც ღვთისა და მამულის ერთგულია, სასწაულს ღმერთი მოუხდენს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე დანიელმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილზე იქადაგა. „დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იხსენიებს მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მღვდელმოწამეს, მიქაელ ყულოშვილს ჰერეთიდან, ანუ საინგილოდან. მიქაელი გამოირჩეოდა ჰერეთში განათლებით, სამწყსოსათვის…

05.07.2020 | 8:00
ილია მეორე კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება თქვენი ქვეყნისადმი თანადგომისთვის, რაც წლებია, ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია, ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა,…

03.07.2020 | 15:32
ერთად ავაშენოთ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

ვარკეთილის მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩის ბოლოში, მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარი. 2014 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილმა) აკურთხა ტაძრის საძირკველი. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა დეკანოზი გოჩა წიწილაშვილი. ჯერჯერობით აშენდა სამლოცველო, სადაც ყოველკვირეულად ლოცვა აღევლინება. უსახსრობის გამო ამჟამად ტაძრის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებლობის დასახმარებლად შეიქმნა ფონდი “ერთსულოვნება”, რომლის რეკვიზიტია: ლიბერთი ბანკი, GE98LB0115127572159000 მამა გოჩას შეგიძლიათ…

03.07.2020 | 15:15
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, მესხური ვაზის ჯიშებით ვენახის გაშენება დაიწყო

ვებ გვერდზე Reginfo.ge ვკითხულობთ, რომ სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირმა, არქიმანდრიტმა გრიგოლ ქურციკიძემ საპატრიარქოსგან 25-წლიანი იჯარით აიღო, გუშინ მესხური ვაზის ჯიშების 3300 ნერგი ჩაყარეს. უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა (ქურციკიძე), “რეგინფოსთან” განაცხადა, რომ ვენახი უდეს სამი მონასტრის სახსრებითა და მრევლის დახმარებით გაშენდება, მიზანი კი ადიგენში მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და ადგილობრივი…

03.07.2020 | 14:10
სინდისის დახშობა – ნეტარი ავგუსტინეს სწავლება

ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით, კაცს თვალში პატარა მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს თვალს აატკივებს. ასევე ჩვენი სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცდომებისთვისაც კი, მაგრამ უკეთუ კაცმა განაგრძო შეცდომა და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშნ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს. ასეთი დამწვარი სინდისი შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა, ახლა კი…

03.07.2020 | 14:07
მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა

ბერძენთა იმპერტორის ლეონ ბრძენის მეფობის დროს მეხუთე საუკუნეში პირველ ოქტომერს დიდებულ ვლახერის ეკლესიაში, რომელიც სტამბულში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზედ იყო აშენებული, სრულდებოდა ღამის თევით ლოცვა. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით, რომელთა შორის იყო ანდრია სალოსი. ღამის ოთხ საათზე ანდრია სალოსმა აღაპყრო თვალნი თვისნი ზეცას და დაინახა, რომ ვითომც ტაძარს აღარ ჰქონდა თაღები და გუმბათი და შეხედა ზეციურ…

Τα σημαντικότερα νέα