ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.07.2020 | 13:48
“ძალიან ახლოა ღმერთი ჩვენთან და ძალიან შორს ვართ ჩვენ ღვთისაგან…”

ძალიან ახლოა ღმერთი ჩვენთან და ძალიან შორს ვართ ჩვენ ღვთისაგან… ძალიან ახლოა ჩვენთან ბედნიერება და ძალიან შორს ვართ ჩვენ მისგან… თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? (მარკ.8/18) შეგვაგონებს მაცხოვარი. ასეთები გავხდით ადამიანთა მოდგმა, უმადური, დაუნახავი, უგულო, სასტიკი. გამოსავალი წმიდა წერილში გვიწერია – “შეასრულეთ ჩემი წესები და…

03.07.2020 | 13:42
“პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის – თანაგრძნობა”

მშობლებო, აღმზრდელებო, მორწმუნეებო და ურწმუნოებო, თუ გინდათ სახარებისეული მცნების სახით ასწავლეთ და თუ გინდათ ზნეობრივ კანონად გააფორმეთ, სულერთია, მაგრამ, აუცილებლად ასწავლეთ და წარუშლელად ჩაუნერგეთ ბავშვებს სხვა ადამიანის თანაგრძნობის უნარი. თანაგრძნობის უნარი ყველას არ გააჩნია ბუნებრივად, მას სწავლა და აღზრდა სჭირდება. ქრისტეს მცნებაა: “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ კაცნი, თავადაც ისევე მოექეცით მათ” (ლუკა 6,31) და…

03.07.2020 | 13:21
საეკლესიო კალენდარი: 3 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას…

02.07.2020 | 16:59
თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება

აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, სახელმწიფო საბჭომ საქმის მოსმენა დაასრულა და წერილობით განაჩენს 15 დღეში გაასაჯაროებს. აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ადგილობრივი ასოციაცია პეტიციის საფუძველზე ითხოვს. სასამართლომ ადვოკატების არგუმენტები უკვე მოისმინა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 1934 წელს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია სოფია მეჩეთიდან მუზეუმად…

02.07.2020 | 15:43
თურქეთში აცხადებენ, რომ აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა

აია სოფიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აკსოიმ განაცხადა. თურქეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა, როგორც ქვეყნის სუვერენული უფლების ნაწილი. „აია სოფია ჩვენ მიწაზე მდებარეობს და არის თურქეთის საკუთრება, როგორც ყველა ჩვენი კულტურული აქტივი. ბუნებრივია, ყველა თავისუფალია გამოთქვას საკუთარი…

01.07.2020 | 13:39
რექტორის შეხვედრა წლევანდელ კურსდამთავრებულებთან

29-30 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შეხვდა სასწავლებლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს. 29 ივნისს გაიმართა შეხვედრა ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან, რომელზეც რექტორმა, მამა გიორგი ზვიადაძემ, მიულოცა სტუდენტებს სასწავლებლის დასრულება და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში. რექტორმა აღნიშნა ისიც, რომ ურთიერთობა ამით არ სრულდება და…

01.07.2020 | 13:36
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

2020 წლის 30 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე (პრორექტორი სასწავლო დარგში) და ბატონი ცოტნე ჩხეიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე). შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი…

30.06.2020 | 17:51
საეკლესიო კალენდარი: 30 ივნისი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივნისს მოწამე შალვა ახალციხელის, მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. შალვა ახალციხელი შალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. თამარ მეფის ვეზირი, ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების–ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. 1195…

29.06.2020 | 20:07
სამთავროს მონასტერში მუზეუმი დაარსდა

საქართველოში მრავალი მუზეუმი არსებობს, რომელთა შექმნისათვის ცნობილი ქართველი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, არქიტექტორები, მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები იღვწოდნენ. საქართველოს მუზეუმის უმდიდრეს ფონდში ისტორიის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ამსახველი ძვირფასი ექსპონატებია დაცული. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (დაარსდა XIX ს.) თავმოყრილია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საეკლესიო, საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმების, ეროვნული გალერეის და სხვა მუზეუმების კოლექციები. ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში…

Τα σημαντικότερα νέα