ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.06.2020 | 18:01
ლეთეთის ღვთისმშობლის შობის ტაძარი უკვე აღდგენილია და ახლა კანკელის დასადგმელად გთხოვთ დახმარებას

  წლების წინ გატყობინებდით, რომ ქარელის რაიონის სოფელ ლეთეთში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ტაძარი აღდგენას საჭიროებდა, გასაკეთებელი იყო გადახურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ღვთის წყალობით, არაერთი გულისხმიერი ადამიანის დახმარებით, ტაძართან დაფუძნებული მონასტრის იღუმენის ექვთიმეს (ბერაძის) მონდომებით ეს სამუშაოები უკვე დასრულდა. ახლა ტაძრის ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. დასადგმელია კანკელი, მოსაწყობია საკურთხეველი. კიდევ ერთხელ გთხოვთ…

29.06.2020 | 17:47
პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორიიდან

პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორია კიევთან ახლოს, სოფელ ბერესტოვოსთან ტყეში მდებარე პატარა მღვიმედან დაიწყო. ამ მღვიმეში, პირველი ქრიატიანების მოღვაწეების მსგავსად, XI საუკუნეში განმარტოვდა თორმეტი წმინდა მოციქულის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე მამა ილარიონი (კიევის მომავალი მიტროპოლიტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, მოქანდაკე და სახელმწიფო მოღვაწე. გარდა ამისა უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეკლესიის მოწყობაში და ხალხის განმანათლებლობაში). იაროსლავ ბრძენმა, რომელმაც იცოდა ილარიონის…

28.06.2020 | 14:12
ილია მეორე – შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს

შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორეს თქმით, ღვთის სასუფეველი არის მარადიული და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდეს. „ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმას, თუ რა…

28.06.2020 | 13:59
წეროსხევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა წეროსხევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. ასევე, დაწყებულია ვერეს ხეობაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია….

27.06.2020 | 20:12
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს ელისე წინასწარმეტყველის და მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს

ელისე წინასწარმეტყველი ელისე იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში. ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა ”ისრაელის წინასწარმეტყველის” ტიტულს, უშიშრად ამხელდა ისრაელის…

26.06.2020 | 20:35
2020 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭო

2020 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს მობრძანებისთვის და ისაუბრა იმ მაღალ პროფესიონალიზმსა და სულიერებაზე, რაც უნდა ახასიათებდეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა თანამშრომელს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია…

26.06.2020 | 20:19
საქართველოს საპატრიარქოს და ბოდბის მონასტრის მხარდაჭერით N5 პენიტენციური დაწესებულების ეზო გამწვანდა

ა.წ. 22 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა გამწვანების ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებმა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის (წინამძღვარი თეოდორა (მახვილაძე) მიერ ნაჩუქარი 600-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ, რომელმაც…

25.06.2020 | 21:51
საეკლესიო კალენდარი: 25 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივნისს ღირს იოანე (თორნიკე) მთაწმიდელს; ღირს ისიდორე სამთავნელის, ;ღირს ონოფრე დიდს, ღირს პეტრე ათონელს, ღირსთა: იოანეს, ანდრიას, ირაკლემონსა და თეოფილეს იხსენიებს.   იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი თორნიკე ერისთავი (Xს) ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.  ილანე მას ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა. ის ერთხანს ათონის…

25.06.2020 | 12:32
ღირსი ონოფრე დიდი (IV) – ხს.12 (25) ივნისს

ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ. ერთხელ პაფნუტიმ გადაწყვიტა, მოენახულებინა მეუდაბნოე ბერები და მათივე მონათხრობიდან შეეტყო, როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ღირსმა მამამ დატოვა სავანე და უდაბნოს სიღრმეში შევიდა; ოთხი დღის შემდეგ…

Τα σημαντικότερα νέα