ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.06.2020 | 11:50
რუმინეთში კომპანია „გუგლი“ ორი ათასი ევროთი დააჯარიმეს

  რუმინეთში კომპანია „გუგლი“ორი ათასი ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ინტერნეტმომხმარებელმა ქვეყანაში მშენებარე უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი „გუგლის“ რუკაზე შეურაცხმყოფელი სახელით მონიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება რუმინეთის ეროვნულმა ანტიდისკრიმინაციულმა საბჭომ მიიღო. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა „გუგლის“ რუკაზე საკათედრო ტაძარი მონიშნა სახელწოდებით „რუმინელი ერის გასულელების ტაძარი“. იმის მიუხედავად, რომ რუკაზე სახელწოდება რამდენიმე…

23.06.2020 | 19:30
საეკლესიო კალენდარი: 23 ივნისი

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ივნისს იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე – პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869…

22.06.2020 | 16:44
რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ახალი ტაძარი მოინახულა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის თარიღთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს ესტუმრა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისა და ოფიცრების თანამედროვე თაობა ერთგული რჩება ტრადიციებისადმი და პატივს სცემს გამარჯვებულთა თაობას. “1941 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო. ეს იყო საზარელი და უზარმაზარი ტრაგედია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა,…

22.06.2020 | 13:31
აბასთუმანი

აბასთუანი IX-X საუკუნეებში ოძრახედ მოიხსენიებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ოცხე, XIX საუკუნიდან კი აბასთუმანი. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. ოძრხე, ოძრახე ისტორიული ციხე ქალაქია, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია, რომელიც დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების – ოძრხესა და კურცხალის წყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე მდებარეობდა. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე…

21.06.2020 | 20:03
მეუფე შიო – ათასობით და ასიათასობით მფარველი წმიდანი გვყავს და ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, როგორც პატარა ბავშვებისთვის, რომელთაც ჰყავთ უფროსი ძმები, დები, მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან ცხოვრებაში, ჩააგონებენ, ასწავლიან

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა ხსენების დღეს იქადაგა. მან მრევლს ღირსი ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა! ქრისტესმიერ საყვარელნო მეუფენო, მამებო, ძმებო…

21.06.2020 | 20:01
მეუფე საბა: “ახლა კი წავალ და მივხედავ ჩემ თავს”

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა გიგიბერია მიიჩნევს, რომ ეკლესიის კრიტიკოსებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც სახელმწიფოზე შესტკივათ გული და არც ეკლესიაზე. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგების ვიდეოჩანაწერს ფეისბუკგვერდი “საქართველოს იმედი” ავრცელებს. სრულად გთავაზობთ გავრცელებულ ქადაგებას: “როდესაც გამწერეს საავადმყოფოდან, ექიმმა მითხრა, რომ 6 თვე სახლიდან არ გამოვსულიყავი და რეაბილიტაცია იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული – წოლითი…

21.06.2020 | 20:00
საეკლესიო კალენდარი: 21 ივნისი

21 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ წმინდანებსს მოიხსენიებს: ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი, ღირსი ზოსიმე ფინიკიელი, წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი, ღირსი ნავკრატიუსი, ღირსი მელანია, ღირსი აფრე, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი.   წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ…

20.06.2020 | 16:37
შეხვედრა-სემინარი „რონდელის ფონდის“ პროექტის „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის” ფარგლებში და National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით გაიმართა

2020 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს შეხვდნენ. სემინარზე იმსჯელეს, სად გადის ზღვარი სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანადგომას შორის, როგორ უნდა წარიმართოს სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობა, როგორ უნდა გადაიჭრას ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თანამედროვე მორწმუნე ადამიანებს აწუხებთ, განიხილეს ადამიანის ფსიქოტიპები, აგრეთვე შიშისა და ფობიების ყველაზე…

20.06.2020 | 16:24
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და არტემიას, ასევე წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს

თეოდოტე ანკვირელი წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან…

Τα σημαντικότερα νέα