ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.06.2020 | 20:21
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის…

18.06.2020 | 16:48
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს. როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მას ბრალად ედება „რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება“. ეს განცხადება პოროშენკომ აქციაზე გააკეთა, რომელიც კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან იმართება. „თურმე, მათ კიდევ ერთი საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. მას ასე ჰქვია „რელიგიებს შორის შუღლის…

18.06.2020 | 16:41
ახმეტაში მე-12 კლასი ბანკეტის ფულით ეკლესიას ხატს შესწირავს — დამრიგებლის ინიციატივა

ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასმა ბანკეტზე უარი თქვა. აბიტურიენტები შეგროვებულ თანხას ადგილობრივ ხატმწერს გადაუხდიან, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს შექმნის. ხატს ისინი ეკლესიას გადასცემენ. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია გურჯაანმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს. როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:…

18.06.2020 | 16:09
საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის…

17.06.2020 | 20:43
საეკლესიო კალენდარი: 17 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივნისს წმიდა  მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის, მოწამეთა: ფრონტასიოსის, სევერინეს, სევერიანეს და სილანეს,  მოწამე  კონკორდიოსის,  მღვდელმოწამე ასტის, ღირსი ზოსიმეს, ასევე ღირსი მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი  წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ…

17.06.2020 | 12:11
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პარიზში ქართული სამრევლოს დაარსების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დუბნინის მიტროპოლიტს მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველს, დუბნინის მიტროპოლიტს იოანეს მიმართავს. წერილს ხელს აწერს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე. წერილში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტ იეროთეოზის ხელმძღვანელობით პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება იგეგმება, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია. „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულის და…

16.06.2020 | 17:14
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

როგორ იქცა ნანგრევებად ქცეული კომპლექსი წალკოტად, რაც მონაზვნებისა და მორჩილების დაუღალავი შრომის შედეგია… ადგილი, სადაც ლოცულობენ და შრომობენ, სადაც ზუსტად იციან, რა არის ბედნიერება. https://www.facebook.com/sazupatriarchate/videos/669521760564507/   საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

15.06.2020 | 12:10
15 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

15 ივნისიდან მართლმადიდებლებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც ქრისტეს მოციქულების – პეტრესა და პავლეს უკავშირდება და მათი ხსენების დღეს, 12 ივლისს დასრულდება. პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ამგვარად, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გრძელდება ხოლმე, ხოლო ყველაზე მცირე…

14.06.2020 | 20:02
პატრიარქი: “ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას”

საქართველო უცხოეთში სიმდიდრეს და ოქრო-ვერცხლს კი არა ეძებდა, ეძებდა მადლს, წმინდა სამება აძლევდა მადლს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ხატი საქართველოს დიდება….

Τα σημαντικότερα νέα