ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.06.2020 | 19:51
პატრიარქის ტახტის მოსაყდრე: “ილია მეორის მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”

მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია , – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკლესია კურნავს სულსა და ცოდვებს. „ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და…

07.06.2020 | 19:44
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო. — religion.geo.gov.ge

05.06.2020 | 16:06
მეუფე შიო: “გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ეს სიმართლეც დადგინდება”

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. მეუფე შიო იმედს გამოთქვამს, რომ საკითხზე მომუშავე ორმხრივი კომისია უფრო პრინციპული იქნება. მეუფე ხაზს უსვამს იმასაც, რომ დავით გარეჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია….

05.06.2020 | 13:08
წმინდა დოდოს საფლავი

აი, რას წერს ნეტარსახსენებელი მამა მიქაელი (გობრონ) საბინინი”საქართველოს სამოთხეში” წმინდა დოდოს საფლავის გახსნაზე: უწყება ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოსათვის ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოს გარეჯელის ვრცელი ცხოვრება აქამომდე დაკარგულ არს; მას ნეტარისთვის არაი რაი ვიცით, გარდა იმისა, რაც ცხოვრებასა შინა ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისასა მოიხსენების. გარდა ამისა პეტერბურღის საიმპერატორო სახალხო საწიგნობელსა შინა, ერთი ძველი მატიანე, რომელიც…

05.06.2020 | 12:42
წმინდა დავით გარეჯელის საფლავი

გაზეთ “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის” 2000 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ სალომე გოგინაშვილის ინტერვიუ გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა სხირტლაძესთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს: – ბატონო ზაზა, რამ განაპირობა წმინდა დავით გარეჯელის საფლავის გახსნა და რა მდგომარეობაშია დღეს ღირსი მამის საფლავი? – კარგა ხანია, რაც საქართველოს საპატრიარქოში არსებობს სიწმინდეთა მოძიების ცენტრი. იგი მოწოდებულია განაახლოს…

04.06.2020 | 22:32
წმინდა დავით გარეჯელის სასწაულები

ეშმაკეულის განკურნება. წმინდა გაბრიელ მცირე გვიყვება წმინდა ონისიფორე გარეჯელზე (+1786): ერთხელ ეს ღირსი მამა მონასტრიდან სოფელში გაგზავნეს საროჭიკოდ. მოიარა ქართლ-კახეთის სოფლები და იფქლს ითხოვდა. როცა ქალაქ ცხინვალს მიაღწია, იხილა-შეკრებილი ხალხი რაღაცაზე კამათობდა. ბერმა მიზეზი ჰკითხა. მათ უთხრეს, რომ ვიღაც ყმაწვილს ეშმაკი კვეთებია და ახლა ურიებთან მიჰყავთ ამის მიზეზის შესატყობადო. შეებრალა ბერს ყმაწვილი და თქვა: – შვილებო,…

04.06.2020 | 22:29
წმინდა მოწამე პავლე (+1818) – ხს. 22 მაისს (4 ივნისი)

წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: “მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო.” ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს,…

04.06.2020 | 22:27
მართალი ყრმა იაკობ ნოვგოროდელი, საკვირველმოქმედი (XV) – ხს. 22 მაისს (4 ივნისი)

ნოვგოროდელმა სასწაულმოქმედმა იაკობ ბოროვიჩელმა ყმაწვილობაშივე იტვირთა სალოსობის ღვაწლი. სხვა მისი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა….

04.06.2020 | 22:25
წმინდა მოწამე იოანე-ვლადიმერი – სერბი მთავარი (+1015) – ხსენება 22 მაისს (4 ივნისი)

სერბეთის მთავარი ვლადიმერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. იგი ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. ვლადიმერი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდით, მოკრძალებით, სიბრძნით, კეთილგონიერებით. როდესაც სამთავროს ტახტი მემკვიდრეობით მიიღო, მოწყალების საქმეს გაორმაგებული ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მას სურდა ეკლესიის წიაღში გაეერთიანებინა ქვეყნის ყველა მოქალაქე. ვლადიმერმა აღადგინა ბევრი მონასტერი, ააშენა ეკლესიები, დააარსა მოწყალების სახლები. ერთ დღეს, მთავარი სამ…

Τα σημαντικότερα νέα