ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.06.2020 | 17:26
მეუფე გიორგი: “ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის ძეგლი”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ თანამოქალაქეებს გამოსავალს სთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც, ეპარქიის ფეისბუკგვერდზე მცირე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მივმართავ მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ქართველებს ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ.ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა და…

04.06.2020 | 12:38
წმინდა მოწამე ვასილისკო (+308) – ხსენება 22 მაისს (4 ივნისი)

წმინდა მოწამე ვასილისკო წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო. იგი მეოთხე საუკუნეში იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის. წარმართ მაქსიმიანეს სძულდა ქრისტეს რჯულზე მოქცეულნი. მათ მიმართ განსაკუთრებით დაუნდობელი იყო. ტანჯვა, ციხე, გადასახლება, სიკვდილი ემუქრებოდა იმას, ვინც ქრისტიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებად მიიჩნევდა. წმინდა ვასილისკო ქრისტიან ძმებთან ევტროპისთან და კლეონიკესთან მეგობრობდა. წმინდა თეოდორეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ სამი…

03.06.2020 | 14:28
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივნისს მოციქულთასწორ კონსტანტინე და ელენეს იხსენიებს და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი მას კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა  ელენე ქრისტიანი…

03.06.2020 | 14:19
სიმართლე საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ

🚩 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 🚩 სტუმრები: ➡ კარლო ამირგულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ➡ ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე; ➡ გოჩა არონიშიძე – საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ,,გაამწვანე საქართველო” აღმასრულებელი მდივანი.   — facebook.com/sazupatriarchate

03.06.2020 | 14:10
„სასულიერო პირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იქადაგოს ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით“ – გადაცემა „უცნობი გმირები“

🚩 დეკანოზი მიქაელ ბუკია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის განყოფილებას 2003 წლიდან მოყოლებული, 17 წელია, ყოველ კვირას სტუმრობს, ამხნევებს და ზრუნავს ბავშვებზე… 💠 „ეს ბავშვები ნამდვილად გმირები არიან. ერთია, რომ მათ საკუთარ ტკივილთან უწევთ გამკლავება და, მეორეა, რომ ფიქრობენ, სხვას გული არ ატკინონ, სხვა არ შეაწუხონ თავიანთი ტკივილით. ისინი ძალიან დიდი ადამიანები არიან, დიდები არიან თავიანთი…

03.06.2020 | 13:54
„ჩვენი ყოველდღიური მსახურებები აქ, ძირითადად, არის წირვა-ლოცვა და ჯარისკაცებთან ურთიერთობა… ქართული ჯარი მთელი ქვეყნისთვის დასაყრდენია, მთელი ქვეყნის ხერხემალია“

💢 მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე მეშვიდე წელია ვაზიანის მე-4 ბრიგადის კაპელანია: „თავიდან უცხო იყო სამხედრო ცხოვრება და გარემო ჩემთვის, მაგრამ ნელ-ნელა იმდენად შემოვიდნენ ჯარისკაცები ურთიერთობით, იმდენად ჩემი გახდა აქაურობა, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო ვერთიანდებით… ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ჯარისკაცებთან არის სულიერი მოძღვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებს თან ახლდეს მოძღვარი და გაიზიაროს, გაინაწილოს მათი ტკივლი თუ ნებისმიერი მდგომარეობა“. 💢 წმინდა…

03.06.2020 | 13:29
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2020 წლის 29 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყოფილი რეზიდენციის ეზოში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იგი სამეცნიერო საბჭოს წევრთა წინაშე წარდგა წინადადებით – დაემტკიცებინათ საპატიო დოქტორის მინიჭების წესი და ამ წოდების მისანიჭებლად წარედგინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,…

03.06.2020 | 13:12
ღირსი ანდრია განდეგილი (XIII) – ხსენება 15 (28) მაისს

წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება და სიცივეში, სიშიშვლეში, შიმშილში და წყურვილში ეზიდებოდა თავის ჯვარს. შემდგომში ის დაბრუნდა სამშობლოში და თავის ოჯახთან ახლოს ეტოლიისა და ევრიტანიის საზღვარზე მდებარე კალანის მთაზე დასახლდა. ის იქ სიცოცხლის ბოლომდე დაფარულად მოღვაწეობდა. როცა მოსაგრის სული ზეცად…

02.06.2020 | 14:08
ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. „წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები, ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს…

Τα σημαντικότερα νέα