ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.05.2020 | 14:20
ლახამულას მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება

ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ მე-12 საუკუნის სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება. სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო…

26.05.2020 | 14:00
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაგრატის ტაძრის ეზოში აღნიშნეს

  საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა თეატრის ორკესტრმა და კაპელამ საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ. „მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები არ…

26.05.2020 | 13:56
ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა

ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან სპეციალურად 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ვიდეოს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.     1tv.ge

25.05.2020 | 12:40
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია – პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა ტყის გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა. მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია, ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. „სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა…

25.05.2020 | 11:28
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი – ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება

ისტორიული ფაქტებიც გვახსოვს და სინამდვილეც არსებობს, რომ ტყე ეკლესიამ შეინარჩუნა, დღეს ეს ნაბიჯი ვფიქრობ, რომ კარგია, ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება, – განაცხდა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტყეების მართვის კანონში რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს რეგულაცია შეთანხმებადია და როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ერთსულოვნების საფუძველზე ამ შეთანხმების შედეგი კარგი იქნება. „ეს არაა…

24.05.2020 | 23:12
მიტროპოლიტი გერასიმე – ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ

ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ კომენტარი გააკეთა ეკლესიებისთვის ტყის ფართობების გადაცემაზე. მისი თქმით, სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება კომისია და ის განიხილავს, რომელ ეპარქიას, რამდენ ტყის მასივს მისცემენ. „ჯერ არავისთვის არაფერი არ მიუციათ, ეს კანონი არის და უნდა განიხილონ ვის მისცემენ, რამდენს მისცემენ. ეს უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისისამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება. ჩვენ…

24.05.2020 | 22:35
საეკლესიო კალენდარი: 24 მაისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 24 მაისს ნეტარი ქრისტესიას, ,მღვდელმოწამე მოკის, მოციქულთა სწორთა მეთოდეს და კირილეს, ასევე სერბელი მთავარეპისკოპოსი ნიკოდიმოსის ხსენების დღეს აღნიშნავს   ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი…

24.05.2020 | 20:04
მეუფე იოანე ჟურნალისტებს – სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს

სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს , – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მეუფე აცხადებს, რომ ის და ჟურნალისტები სხვადასხვა განზომილებაში არიან და დიალოგი ვერ შედგა. “უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი…

24.05.2020 | 20:01
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია – პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა ტყის გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა. მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია, ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. „სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა…

Τα σημαντικότερα νέα