ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.05.2020 | 20:00
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი – ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება

ისტორიული ფაქტებიც გვახსოვს და სინამდვილეც არსებობს, რომ ტყე ეკლესიამ შეინარჩუნა, დღეს ეს ნაბიჯი ვფიქრობ, რომ კარგია, ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება, – განაცხდა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტყეების მართვის კანონში რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს რეგულაცია შეთანხმებადია და როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ერთსულოვნების საფუძველზე ამ შეთანხმების შედეგი კარგი იქნება. „ეს არაა…

24.05.2020 | 19:59
შობითგან ბრმის კვირიაკისთვის

📖 „და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან… ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა“ (იოანე 9, 1,6-7). 👉 ბრმადშობილმა კაცმა მორჩილებისა და რწმენის მაგალითი მოგვცა, ღირსი მიბაძვისა….

24.05.2020 | 17:46
“უფალი თავისი სიყვარულით არ გვტოვებს ჩვენს გულქვაობაში”

ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ – სნეულებები ან ტრაგედია. ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც ჩვენ სულიერი თვალები აგვიხილოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო…

23.05.2020 | 23:43
მეუფე ნიკოლოზი – თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს

თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ტყის გადაცემა მათთვის დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება. „პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი ვინმე, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს…

23.05.2020 | 23:40
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები…

23.05.2020 | 19:07
მეუფე შიო – ვევედროთ უფალს, სიყვარულით, ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ აფხაზეთის დღის აღნიშვნა

ვევედროთ უფალს, რათა სიყვარულით, ერთობით კვლავ მოვესწროთ ჩვენს გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ აფხაზეთის დღის აღნიშვნა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მეუფე შიომ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა. „ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ….

23.05.2020 | 18:47
საეკლესიო კალენდარი: 23 მაისი

23 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მოციქულისა სიმონ მოშურნისა (I); მოწამეთა: ალფიოსისა, ფილადელფოსისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიხიოს ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V). წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა…

23.05.2020 | 18:39
22 მაისს აღინიშნება წმინდა შიოს მიცვალება – შიომღვიმეში წმინდანის ძვლები და საფლავი ამ დღეს განსაკუთრებული მადლით იმოსება

წმიდა შიოს ლოცვითა და მადლით დაარსებული შიომღვიმედ წოდებული მონასტერი თხუთმეტი საუკუნეა დიდ მცველად ეგულება ქართველთა მოდგმას ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად. იქ მიდიოდა საქართველოს ყველა მართლმადიდებელი მეფე, პოულობდა სულიერ საზრდოს, ლოცულობდა, დიდ საფასურს სწირავდა და აშენებდა მონასტერს, ზრუნავდა იმაზე, რომ არ შეწყვეტილიყო იქ მოღვაწეობა. ჩვენამდე მოღწეულია დიდი მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, რომელითაც მან…

22.05.2020 | 20:41
მართლმადიდებლური ეკლესია 22 მაისს აღნიშნნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში , მიცვალებას ღირსისა შიო მღვიმელისა, ხსენებას წინასწარმეტყველისა ესაიასი და მოწამისა ქრისტეფორესი

წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე (ეს. 8;3) და ეყოლა ვაჟი (ეს. 8;18). წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება…

Τα σημαντικότερα νέα