ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.05.2020 | 15:33
მეუფე იაკობი – ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით, რაღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“აღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას რწმენის სიმტკიცისა და ეკლესიის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველო ღმერთმა დაიფარა. „1924 წელს ხალხმა ეკლესია არ დაიცვა. ბერი ხმალს ხომ არ მოიღებდა და ხომ არ იომებდა? ხალხმა არ დაიცვა, ისევ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოში და ყველგან, მაგრამ მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო? მაშინ განსაკუთრებული უღმერთობა…

17.05.2020 | 15:16
დეკანოზი შალვა კეკელია – “ღორის გრიპით” ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, ის მას არ გაიკეთებს. როგორც კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი პირობებით ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. „თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან “ღორის გრიპით”. როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია,…

17.05.2020 | 15:12
პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს. ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე…

17.05.2020 | 15:10
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით…

16.05.2020 | 21:05
მონტენეგროში აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს

მონტენეგროში, საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესის დროს, ასობით ადამიანი შენობასთან შეიკრიბა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ცნობისთვის, სასულიერო პირები 12 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ ნიკსიქის ქალაქში რელიგიური მსვლელობა გამართეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მონტენეგროს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბელგრადმაც…

16.05.2020 | 20:51
მამკოდის მამათა მონასტერი

მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით, მეგონა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით. მსგავსება დავინახე მათ შორის. მონასტრის წინამძღვარს საუცხოოდ გაუმშვენებია და დაუმშვენებია მამკოდის მონასტერი. ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო მამათა საცხოვრებელი სენაკებია მოწყობილი. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი სვიმონი (სოხაძე)…   გადმოცემით ვიცით, რომ მამკოდის მამათა მონასტერი IX საუკუნეშია დაარსებული. მონასტრის შემადგენლობაში ორი ტაძარია…

16.05.2020 | 20:31
საპატრიარქო – პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა….

15.05.2020 | 17:44
ადამიანი თავისუფალია, აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს

ბერი ერმოლაოსი (ჭედია): – თქვენ გაინტერესებთ ალბათ, თუ რა არის მონასტერი? და რას ნიშნავს მონაზვნობა? მონასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებმაც საკუთარი ნებით უარი თქვეს საკუთარ ნებაზე და სურვილებზე, ყველაფერ ამქვეყნიურზე: სიამოვნებაზე, კარიერაზე, გემრიელ საჭმელებზე, გართობაზე, ტელევიზორზე, კინოზე, თეატრზე, სიცილზე, ქეიფზე, განცხრომაზე და ასე შემდეგ და ერთად შეიკრიბნენ რომ დარჩენილი სიცოცხლე გაატარონ ღმერთის სამსახურში, ლოცვაში…

15.05.2020 | 17:13
საეკლესიო კალენდარი: 15 მაისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 15 მაისს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა ათანასე დიდის, წმიდა მოწამე ესპერის, მისი მეუღლისა და  შვილების, ასევე წმიდა კეთილმსახური მთავრის  მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე…

Τα σημαντικότερα νέα