ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.05.2020 | 17:02
მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი კარანტინის დარღვევაში დაადანაშაულეს და დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკიშიჩსა და პლევლიაში 14 მაისის ღამეს აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეპისკოპოსს და სასულიერო პირებს კარანტინის დროს მასობრივი…

15.05.2020 | 12:30
გთხოვთ, შეეწიეთ სოფელ ჭანდრების კვირაცხოვლის სახელობის დედათა მონასტერს

შეეწიეთ ქარელის რაიონის სოფელ ჭანდრების, კვირაცხოვლის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობას. მონასტერი ამჟამად იმყოფება უმძიმეს პირობებში – არის მოსაგვარებელი უამრავი პრობლემა. ტაძარს არ ჰყავს მრევლი და გამომდინარე აქედან შემოსავლის წყაროც მწირია. ნახეთ ვიდეო (გადადით ლინკზე) გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩვენი მდგომარეობა და დაეხმაროთ მონასტერს! საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი – GE75BG0000000048899100 მიმღები: რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ჭანდრების კვირაცხოვლის სახელობის…

14.05.2020 | 11:25
დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!

თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავის ერისკაცობის დროინდელ ამბავს: “სიონის ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე ). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: “დაიჩოქეთ,…

14.05.2020 | 11:09
ლოვარდ ტუხაშვილი – ლეგენდა მიქაელ მხატვრის შესახებ

მირტაზანი ერქვა ადრე ნიკალა ფიროსმანის სოფელს. ეტიმოლოგია აუხსნელია. რაღაც კავშირი აქვს მაზდეანურ ცეცხლის საგზებელთან – ატროშანთან, მცირე ალავერდის საძირკველში რომ ჩამარხეს ქრისტიანებმა. გვიან გაამარტივეს ტოპონიმი – მირზაანი უწოდეს. უყვართ ქიზიყში უბრალოება, მაგალითად, მოციქულ იოსებ არიმათიელის საყდარს არმათიონი ჰქვია. აღმოსავლური ელფერი მაცდურია: სოფელი ხან ,,საუფლისწულოდ”” მონათლეს (,,მირზა” სპარსულად ,,უფლისწულს” ნიშნავს), ხანაც მირზა-ხანის ყივჩაღურ სადგომად. არა უშავს,…

13.05.2020 | 22:27
საქართველოს მართლადიდებელი ეკლესია 13 მაისს წმიდა მოციქული იაკობ სევასტოპოლელი ეპისკოპოსის ეგნატეს, დონატე ეპისკოპოსის და მოწამე მაქსიმეს ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი, წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის ძმა წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან – მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველთან ერთად. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ…

13.05.2020 | 20:10
მეუფე მიქაელი: “დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან”

დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და ფულზე ვისაუბრო, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან მიღებული თანხა ძირითადად განათლებას ხმარდება. „დაფინანსებას თუ შეგვიწყვიტავენ, შეგვიწყვიტავენ და თუ გაგვიზრდიან გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და…

12.05.2020 | 16:24
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

  მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა…

12.05.2020 | 16:14
ილია მეორე – ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ვმადლობთ მას დიდი წყალობისთვის

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა. პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა,…

12.05.2020 | 15:59
წმინდა ანდრია მოციქული, პირველწოდებული (+62)

  თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”, -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპი¬რას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის…

Τα σημαντικότερα νέα