ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.05.2020 | 13:09
„დოიჩე ველე“ – კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ

„დოიჩე ველე“ წერს, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სწრაფ მატებას ელოდნენ, რადგან ეკლესია შემოღებულ უსაფრთხოების ზომებს არ დაემორჩილა, თუმცა მთავრობამ მასობრივი ინფიცირების შეჩერება სხვა მეთოდებით მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით „დოიჩე ველემ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“. „ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ ზომებს ექსპერტები…

06.05.2020 | 23:59
პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე – როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა!

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია. „ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა…

06.05.2020 | 23:36
ჯანდაცვის მინისტრი – ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ დაავადების შემთხვევები დაფიქსირდეს. „რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ…

06.05.2020 | 23:34
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის…

06.05.2020 | 23:28
წმინდა გიორგის ცხენი

თანამედროვე ათონელი მამა ხარლამპე (+2001) და მისი ძმა 1941 წელს ბულგარელმა ნაციონალისტებმა დაატყვევეს. ძმებს სიკვდილი ელოდათ. განსაცდელის ჟამს მამა ხარლამპემ შეწევნა წმინდა გიორგის სთხოვა და აღუთქვა, რომ სიცოცხლეს ღმერთს შესწირავდა. წმინდა გიორგი გამოეცხადა და იმედი მისცა. მართლაც, დასახვრეტად რომ გაიყვანეს, ჯალათებთან მივიდა ერთი ახალგაზრდა კაცი და უბრძანა, ხელი არ ეხლოთ უდანაშაულო ხალხისათვის. შეშინებული ჯალათები გაიფანტნენ,…

06.05.2020 | 22:30
წყალმოვარდნა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე

ინტენსიური ნალექების შედეგად შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მთიანი მასივის ნაშალი გეოლოგიური კონგლომერატი არქიტექტურული კომპლექსის შენობა-ნაგებობებს დაზიანების საფრხეს უჩენს. მცირე ზომის ხეობებიდან ჩამოტანილი ინერტული მასალა სამომავლოდ მიწის ფართობების ნაღვარევით დაფარვის, წყალმოვარდნისა და დატბორვის საშიშროებას ქმნის. გეოლოგიური ქანების გამორეცხვის საშიშროების წინაშეა გამოცხადების სახელობის ეკლესია, რომლის მიწა-ქვის კონგლომერატის ფერდობი უხვი ნალექით მოვარდნილი წყლის ნაკადის პირველადი ზემოქმედების ქვეშ…

06.05.2020 | 22:27
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

დღეს გიორგობა აღინიშნება 6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის – ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში…

06.05.2020 | 11:21
მეუფე იაკობი – მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო – ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა

ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“. „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი…

06.05.2020 | 11:10
მეუფე იაკობის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დააჩოქეს, პატრიარქი ხალხთან იყო

  ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა რელიგიური ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ტაძრებში ხალხის გარეშე ლოცულობდნენ, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო. მისივე თქმით, ბოლოს განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი განსაკუთრებული ერთსულოვნებით გამოირჩეოდა და პირადად მას სინოდის წევრები…

Τα σημαντικότερα νέα