ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.05.2020 | 17:11
თითქოს არავინ ებრძვის რწმენას, მაგრამ მიუღებლად იქცევა რელიგიურობა

გვესაუბრება ზუგიდიდისა და ცაიშის ეპარქიის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია კემულარია: -ისტორიას უამრავი განსაცდელი ახსოვს ‒ ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები. ის, რისი მომსწრენი გავხდით ჩვენ, უნიკალურია. არ ახსოვს სამყაროს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დაზაფრული გამოეწყვდიათ საკუთარ სახლებში. მიმდინარე მოვლენების შემყურე გებადება კითხვა: -რა უფრო საშიშია ‒ ვირუსი თუ ის ძალა, მექანიზმი, რომელსაც ძალუძს მთელი…

04.05.2020 | 16:19
ილია მეორე – ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მადლი და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს….

03.05.2020 | 19:45
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.05.2020)

სახელითა მამისთა და ძისათა და წმინდისა სულისათა ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რაც გააკეთეს მათ და რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს. იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი…

03.05.2020 | 13:15
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი – თავად ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რასაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან. მიტროპოლიტმა, რომელიც თავადაც იყოს ინფიცირებული „კოვიდ-19“-ით მადლობა გადაუხადა ექიმებს. „მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ…

02.05.2020 | 23:39
მეუფე იოანემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა – „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“

„გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ. შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა. გუშინ მეუფემ იოანემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.   — 1tv.ge

02.05.2020 | 23:29
მეუფე იოანე – მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება, ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით

მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით , – ამის შესახებ ქუთათელ-განეათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ განაცხადა. მეუფე იოანე „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ამ დღესასწაულის არ ჩატარებასთან დაკავშირებით არის ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან თხოვნა და ეკლესიაც იზიარებს აღნიშნულს. „მე ქუთაისში…

02.05.2020 | 21:55
ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე

“ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე”, – წერს დეკანოზი სერგი ბულგაკოვი. 14 წლიდან მოყოლებული ათი წლის მანძილზე ჭაბუკი ურწმუნოდ ცხოვრობდა. სულში სიცარიელე უტრიალებდა. მაგრამ ერთხელაც მოვიდა უფალი და გულზე დაუკაკუნა. ეს მაშინ მოხდა, როცა მგზავრობისას პირველად კავკასიის მთებს მოჰკრა თვალი. ამან ისე აღაფრთოვანა, რომ ბალღობის წლები გაახსენა, მაშინდელი გულწრფელი რწმენა. მაგრამ გზაში შემოაღამდა და კავკასიის მთები სიბნელემ…

02.05.2020 | 21:50
მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებას ადასტურებს მრავალი მაგალითიც ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომისა. დიდი მამა იყო წმინდა სვიმონი, გარეჯის წინამძღვარი. მაგრამ ისიც კი, რა თქმა უნდა, არ იყო ბოლომდე სრულყოფილი. როდესაც გარდაიცვალა, ერთი საათის შემდეგ გაცოცხლდა და მაშინვე მთელი თავისი ქონება გარეჯის მონასტრებს გაუყო “საწირავად და სალოცავად სულისა თვისისა”. ერთი კვირის შემდეგ, თავისი და მონასტრის…

02.05.2020 | 21:47
პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძი

როგორც “არტინფოს” ვებ გვერდიდან ვგებულობთ, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული. წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე…

Τα σημαντικότερα νέα