ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.04.2020 | 20:30
ასეთია ჭეშმარიტი მეგობრობა, ქრისტესმიერი მეგობრობა!

ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს. ვინ აღწეროს მათ მიერ გაწეული ღვაწლი? ის, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩა, მათი ლოცვის წყალობითაც მოხდა. მამა გაბრიელის თქმით, საქართველოს თავზე გადაკვროდა ცოდვის ღრუბელი, რომელიც კაცთა ლოცვებს ზემოთ არ უშვებდა. მათ კი თავიანთი ლოცვით…

28.04.2020 | 20:25
რა მოწყალეა უფალი, ათას მიზეზს პოულობს ჩვენს საცხოვნებლად.

ეს ამბავი მე-19 საუკუნის რუსეთში მოხდა. არქიმანდრიტი ა. ჰყვებოდა: მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და კორენის მონასტერში ვცხოვრობდი. მონასტერში ერთი ბერი გარდაიცვალა. წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული და მის მაგივრად მონასტერს მამა სერგი მართავდა. ისიც, რაღაც საქმის გამო, მონასტერში არ იმყოფებოდა და ბერის დაკრძალვას ვერ დაესწრო. დაკრძალვის დღეს, საღამოს დაბრუნდა მამა სერგი. მიწვა და მიიძინა. ამ დროს ძილში…

28.04.2020 | 20:22
ეს დაუსრულებელი სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გადმოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე

ათონზე დიონისეს მონასტრის წინამძღვარს, მამა ხარალამპეს (+2001) უტკბეს მოგონებად დარჩა წმინდა ანას სკიტის ერთ პატარა ეკლესიაში აღვლენილი წირვები, როცა ცხადად შეიგრძნობდა საღმრთო საიდუმლოებას, მოზღვავებული გრძნობებისგან გულშემუსვრილს ხშირად ლიტურგიის გაგრძელება უჭირდა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა ვნების შვიდეულში და აღდგომის დღესასწაულზე. ამ დღეს მთაწმინდაზე სკიტელი ბერები კირიაკონში, სკიტის ცენტრალურ ტაძარში იკრიბებიან და ერთად აღასრულებენ სადღესასწაულო ღვთისმსახურებას. წმინდა იოსები…

28.04.2020 | 20:09
რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასულიერო პირები შესაძლოა, საეკლესიო სასამართლომ გაასამართლოს

მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის განკარგულებას აქვეყნებს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მონასტრებისა და ეკლესიების წინამძღოლებს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მონასტრებსა და სამრევლოებში კორონავრუსის ინფექციის საფრთხის აღმოფხვრისათვის დაწესებული განაკრგულებებისა და მითითებების დაცვასა და შესრულებაზე. გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, იმ შემთხვევებში, თუ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადამიანის ინფიცირებას და გარდაცვალებას, დამნაშავე შესაძლოა,…

28.04.2020 | 19:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს წმიდა მოწამე სუქიას და მისთანა 16 ქართველის, ასევე წმიდა მოწამე საბა გუთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს წმიდა მოწამე სუქიას და მისთანა 16 ქართველის, ასევე წმიდა მოწამე საბა გუთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   სუქია და 16 ქართველი წმიდა მოწამენი – სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე – ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ…

28.04.2020 | 19:43
თომას კვირის სამშაბათი მიცვალებულთა მოხსენიებისა და საფლავების კურთხევის დღეა

აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს. მიცვალებულთა სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ. დღეს ხალხში კიდევ არსებობს აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის არასწორი წესი. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა…

27.04.2020 | 15:54
რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

  ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი ბენიამინი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. 55 წლის ეპისკოპოსი კურსკის ოლქის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ეპისკოპოსს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.   1 tv.ge

26.04.2020 | 19:46
მეუფე ნიკოლოზი – სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს, ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ ზიარების კოვზი საფრთხის შემცველი არ არის

აბსოლუტურად სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან ამას საერო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის , – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ზიარება მისტიკა და საიდუმლოებაა და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული. „აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერთო პოზიციიდან საუბრობს….

26.04.2020 | 19:44
მეუფე დანიელი – თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება, ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია. როგორც მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კოვზით ზიარება სახიფათო არ არის. “კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება ეხება იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და…

Τα σημαντικότερα νέα